ქსელ-ური გადატრიალება

Posted 12:38 PM by KOMUNA in თემები , , ,

ICANN -მა (The Internet Corporation for Assigned Names and Numbers) ინტერეტ კომუნიკაციების სფეროში რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ახალი ტიპის დომენების შექმნას. 2009 წლის დასაწყისიდან მილიონობით ვებ მომხმარებელი . com -ის, . net -ის ან . org -ის გარდა შეძლებს როგორც ზოგადი (მაგალითად . love, . hate ან . city) ასევე საკუთარი სახელების დარეგისტირებას. საეჭვოა ამ სიახლით ინდივიდებმა ან ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა ისარგებლონ, რადგან რეგისტრაციის ფასი ძალიან მაღალია - თითოეული სახელი $100 000-მდე ღირს. ამას გარდა, კერძო კომპანიები თავიდანვე შეეცდებიან შიძინონ საუკეთესო სახელები და შემდეგ გადაყიდონ ისინი უფრო მაღალ ფასებში. კომპანიები საკუთარი ბრენდების დარეგისტირებას შეძლებენ, როგორებიცაა, მაგალითად . intel ან . nokia. ICANN -ის გადაწყვეტილება მართლაც რევოლუციურია, რადგან სიახლე კომუნიკაციების ამ სფეროში არამხოლოდ უზარმაზარი ფულის ბრუნვას გამოიწვევს, არამედ თავად ქსელის ესთეტიკასაც საგრძნობლად შეცვლის.



0 comment(s) to... “ქსელ-ური გადატრიალება”