კლინტონის პრობლემები
Posted 7:24 PM by KOMUNA in თემები ამბები, ამერიკა, ემანსიპაცია, თეონა გეგელია, მამაკაცი, პოლიტიკა, ყვითელი, შეერთებული შტატები
პრეზიდენტ კლინტონს მძიმე პერიოდი აქვს. ასეთ რთულ სიტუაციაში ის პირველად აღმოჩნდა 1999 წლის იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ. მისი რეპუტაცია მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეილახა - მას ხან რასისტულ განწყობებში, ხან კი ჟურნალისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. და აი ამ ყველაფრის ფონზე სცენაზე ორი ქალბატონი გამოჩნდა, რომლებიც კლინტონის სექსუალურ სკანდალში ერთ დროს ცენტრალურ როლებს თამაშობდნენ. ჯენიფერ ფლაუერსმა და პაულა ჯონსმა ინტერნეტ მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი ვიდეო რგოლების სერია შექმნეს სახელწოდებით Two Chicks Chatting, სადაც თავად მონაწილეობენ და კლინტონის სექს-სკანდალის დეტალებს იხსენებენ.
0 comment(s) to... “კლინტონის პრობლემები”