უქონლობა თუ იდეების უქონლობა?

Posted 11:00 AM by anano in თემები , , , , ,

ავტორი – Khatia Caroline

კანადაში რომ გადმოვსახლდი, იმ წელს ძალიან ცივი და დიდი ზამთარი იყო. როცა ასე თუ ისე კარგ პირობებში ცხოვრობ, მერე გარშემო უზარმაზარი თოვლი და სიცივე ლამაზი და სახალისოც კი გეჩვენება. მაგრამ ქარი ვერა და ვერ მოვიწონე. არ მიყვარს ქარი. არადა ზოგჯერ ისე ჩამიშხუილებდა, წინ სვლა მიჭირდა :) და ერთ ასეთ ქარში გამახსენდა ერთ-ერთი გაჭირვებული ქალბატონი, რომელიც დედაჩემის სამსახურში მიდიოდა ხოლმე და გამოელაპარაკებოდათ. მე არასდროს მინახავს პირადად, მაგრამ სათითაოდ ყველამ გასცინა, როგორ აჩვენებდათ თავის დახეულ პალტოზე და როგორ იმეორებდა თურმე ყველაზე ხშირად ერთ ფრაზას: "გოგოებო ისე მცივა, ქარი გვერდებში გამდის და გამომდისო". ამას დიდ ხარხარს მოაყოლებდნენ თანამშრომლები. არაა ეს ტრაგედია?

იხილეთ ვრცლად...

http://khatia.blogspot.com/



0 comment(s) to... “უქონლობა თუ იდეების უქონლობა?”