პორნოგრაფიის ყურების ესთეტიკა

Posted 3:37 PM by Nina in თემები , , , , ,

porn

ავტორი: lobzhanidze

”დღეს პორნო ინდუსტრიას შველა ესაჭიროება, ამ სფეროში ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მუშაობს”

-ლარს ფონ ტრიერი-

 

პირველად პორნოს 13-14 წლის ასაკში გავეცანი, მაშინ ინტერნეტი საქართველოში პირველ ნაბიჯებს ადგამდა და ჯერ კიდევ ის დრო იყო როდესაც ყველას ქსელში შესასვლელად დაიალაპი გვჭირდებოდა. მაშინ,  პორნო ვიდეოზე ვერც კი ვიოცნებებდი. მე და ჩემი მეგობრობები როგორც წესი ინტერნეტში სურათს თუ ვპოულობდით და ისიც ბანერების სახით. დღეს რომ ვინმე თუნდაც იგივე ასაკის ადამიანი იგივე მიზნით შევიდეს ინტერნეტში, ასეთი სახის ბანერს ზედაც არ შეხედავს და პირდაპირ ვიდეოზე გადავა.

მართლაც, ინტერნეტმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა თუნდაც პორნოს მხრივ, ამიტომაც გარდატეხის ასაკში დღესდღეობით ახალგაზრდას უამრავი პორნო მასალის პოვნა შეუძლია. ამისთვის ხშირად ფულის გადახდაც არ დაგჭირდებათ და ზოგიერთ შემთხვევაში დაქაჩვაც კი. არსებობს უამრავი იუთუბის მსგავსი სისტემა, რომელიც პორნოს ყურაბეას შესაძლებელს ხდის.  არადა, ერთმა ჩემი მეგობარმა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო ასეთი ისტორია მომიყვა; მისი მწრვთნელი ფეხბურთელებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ ფორმაში ვერ იყვნენ, ბოლოს და ბოლოს როგორც ჩანს ძალიან განრისხდა და ერთ-ერთს უთხრა: ”ისევ პორნოს უყურებდით არა გუშინ? ეჰ, ჩვენ დროს სად იყო მაგის საშუალება? ჯაყოს ხიზნებზე ვანძრევდით.”… >>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com



0 comment(s) to... “პორნოგრაფიის ყურების ესთეტიკა”