სექსი და სტუდენტები საქართველოში
Posted 3:03 PM by Nina in თემები secrets, კულტურა, მამაკაცი, საქართველო, სექსი, ქალი, ცხოვრების სტილიავტორი: ანა წიკლაური
”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია
,, არსებობს ორმაგი სტანდარტი ქალისა და კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ : გოგონებს ,,ეკრძლებათ“ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ხოლო ვაჟებს, პირიქით, ,,მოეთხოვებათ“. ეს იმ კვლევის შედეგების შემაჯამებელი დასკვნაში წერია, რომელიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 30 უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.
გამოკითხული 3000 სტუდენტიდან 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ“, ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ“.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) პროექტის ,,ნარკომანიის, აივ/შიდსის, უსაფრთხო სექსისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულების შესწავლა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თნამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. კვლევის ავტორები არიან: სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.
კვლევაში მონაწილეობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების 3000-მდე სტუდენტი. როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების დამოკიდებულება-განწყობის და ქცევითი თავისებურების განსაზღვრა ისეთი ფენომენების მიმართ, როგორებიცაა– ნარკომანია, აივ/შიდსი, სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია - აივ/შიდსის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა ნარკომანია და დაუცველი სქესობრივი კონტაქტებია.
კვლევაში საკმაოდ დიდი ადგილი სტუდენტთა სექსუალურ გამოცდილებას, მათ დამოკიდებულებას უსაფრთხო სექსისადმი, სექსუალური პარტნიორის შერჩევას, ქორწინებამდე სექსს, ქორწინების გარეშე ორსულობას და კონტრაცეპტივებს ეთმობა .
ავტორები მიუთითებენ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება.
შდეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტები>>> იხილე გაგრძელება >>> netgazeti.ge