შევროლე ავეოს ბაზაზე უგზოობის მოდელს გამოუშვებს
Posted 9:41 PM by Nina in თემები ავტომობილი, ახალი ამბები, დიზაინი, ტექნოლოგიაvia ტაბულა
ჯენერალ მოტორსის ყველაზე მასობრივი ბრენდი შევროლე თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ავეოს ბაზაზე, უგზოობის მოდელის წარმოებას აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა ავტოქარი ავრცელებს. ჟურნალის ცნობითვე, პროექტის განხორციელება დაწყებულია. ახალი ავტომობილის შემუშავება შევროლეს კორეულ ტექნოლოგიურ ცენტრში მიმდინარეობს. წინასწარი ვარაუდით, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წელს უნდა ჩატარდეს.
ავტოქარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც ჟურნალმა „გენერლების” კორეული შტოს დიზაინის დირექტორ ტაევონ კიმისგან მიიღო, უგზოობის ახალი ავტომობილისთვის, შევროლე ჰეჩბეკ ავეოს დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებს. ამასთან, მყიდველს არჩევანი ექნება – შეიძინოს სრულამძრავიანი მოდელი, თუ მხოლოდ წინა წამყვანბორბლიანი.
რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის შევროლეს კორპორატიულ სტილში შესრულდება. სალონში კი ყველაფერი მაღალი ხარისხისა იქნება. უგზოობის პატარა ავტომობილის სალონში გამოიყენებენ შევროლეს ეგრეთ წოდებულ ორმაგი კოკპიტის დიზაინს, რომელიც პირველად კომპაქტურ სედან კრუზზე ვიხილეთ.
ამასთან, ტაევონ კიმმა განაცხადა, რომ მომავალში, ანალოგიურ ავტომობილს ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელიც გამოუშვებს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა აუდიენციაზე იქნება გათვლილი. ორ ავტომობილს შორის განსხვავებაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე შევროლე კაპტივასა და ოპელ ანტარას შორისაა, რომლებსაც ძარის ზოგიერთი პანელიც კი ერთნაირი აქვთ… >>> იხილე გაგრძელება >>> www.tabula.ge