ჯენტლმენის თორმეტი ოქროსა და უმთავრესი მეცამეტე წესი

Posted 3:00 PM by Nina in თემები , ,

images

ავტორი: Lord Vader

წესი პირველი: შარვლის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ წინიდან ერთ ნაკეცს იკეთებდეს და უკნიდან – არც ერთს.

წესი მეორე: ყავისფერი არ შეეფერება სამუშაო საათებს.

წესი მესამე: აუცილებლად შეიკარით 2-ღილიანი პიჯაკის ზედა, 3-ღილიანი პიჯაკის შუა და 4-ღილიანი პიჯაკის ზედა სამი ღილი და არავითარ შემთხვევაში – სხვაგვარად.

წესი მეოთხე: ორბორტიანი პიჯაკი აუცილებლად ითხოვს ჰალსტუხს.

წესი მეხუთე: ჰალსტუხი აუცილებლად გრძელსახელოებიან პერანგს ითხოვს.

წესი მეექვსე: ჰალსტუხი უნდა იყოს პერანგის ფერზე (ერთი ტონით) უფრო მუქი და პიჯაკის ფერზე (ერთი ტონით) უფრო ღია.

წესი მეშვიდე: არ შეახამოთ მსგავსი ზოლები -  მოჩვენებითი ჰარმონია ამ შემთხვევაში მხოლოდ უსიამოვნო ეფექტს თუ შექმნის. ზოლებიანი ჰალსტუხი მხოლოდ ერთფეროვან (მონოტონურ) პერანგზე უნდა გაიკეთოთ. გამონაკლისია – კონტრასტი: წვრილი  ვერტიკალური ზოლები პერანგზე და მსხვილი  და მკვეთრი წრფივი ზოლები ჰალსტუხზე.

წესი მერვე: ჰალსტუხის ფერის, ზოლების თუ ნახატის შერჩევისას ზოგადად შეეცადეთ, რომ ჰალსტუხი პერანგის ფონში არ ჩაიკარგოს. ჰალსტუხი – პირველია, რაც ტანსაცმლიდან თვალში უნდა ხვდებოდეს.

წესი მეცხრე: ჰალსტუხი ისე უნდა შემოკვანძოთ, რომ კვანძის ქვეშ პატარა გრძივი ღრმული გამოჩნდეს.

იხილეთ დანარჩენი>>>http://lifestylebox.wordpress.com



0 comment(s) to... “ჯენტლმენის თორმეტი ოქროსა და უმთავრესი მეცამეტე წესი”