საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

4ade090f8ab6

ავტორი: justin

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი სკანდინავიურ ქვეყნებში ცხოვრობს, ირწმუნებიან სოციოლოგები. ორგანიზაცია Gallup-მა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ჩაატარა და დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს დანიის მოსახლეობა მიიჩნევს.

პირველ ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ამ ქვეყნებში ადამიანთა კეთილდღეობისთვის საკმაოდ კარგი პირობებია შექმნილი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.

მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).

155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ იხილეთ დანარჩენი>>>http://ucnauri.com



0 comment(s) to... “საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა”