ავტორი : vasasi
მოგეხსენებათ, რომ ყოველ ორშაბათს ისევე, როგორც ყოველ ხუთშაბათს, ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალს ვყიდულობ. ორივე შემთხვევაში მიზეზი, რა თქმა უნდა, წიგნია. მაგრამ ამას წინათ, სამსახურიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ცოტა გავრთობილიყავი და ჟურნალის გარეკანზე ვინც მეცნო (არცთუ ბევრი), მათ ინტერვიუებს გავეცანი.
პირველი ვინც თვალში მომხვდა, ჯაბა ქარსელაძე და ნანკა კალატოზიშვილის ერთობლივი ინტერვიუ იყო. გადავშალე და, ფრიად ვისიამოვნე. ეს პოსტი სწორედ ჩემი ხალისიანი განწყობის თქვენთვის გადმოცემას ეძღვნება. მაშ ასე:
ჟურნალისტი: როგორი წარმოგიდგენიათ ჯაბა სკანდალური გადაცემის წამყვანად?
ჯაბა: ძალიან მინდოდა ”ინტუიციის” წაყვანა, მაგრამ ქასთინგზე არ დამიძახეს. საოცრებებს ვაკეთებდი, ბევრს ვიმაიმუნებდი.
ვასასი: იმედია, ”იმედის” კრეატიული ჯგუფი მოინანიებს ჯაბას წინაშე მსგავს დანაშაულს იმით, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ამერიკული ტ/კ-საგან ნაყიდი შოუს წამყვანად დანიშნავენ. გადაცემას ერქმევა საოცრად ჭკვიანი მაიმუნები. სწორედ აქ დახარჯავს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს ჯაბა ქარსელაძე.
ჯაბა: გათვალვის არ მეშინია, გიშერი მკიდია გულზე.
ვასასი: ჯაბუნას სტუდენტებო, თქვენს ლექტორს მანამდე ვერაფერს მოსჭამთ, სანამ გულის მარცხენა პარკუჭთან ელეგანტურად მბზინავ გიშერს არ მოპარავთ. მერე მოკვდავი გახდება.
ჯაბა: სხვათაშორის, ძალიან მახვილი ყური მაქვს. შემიძლია, ტელეფონზე ვილაპარაკო და ამის პარალელურად ორი სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკიც მესმოდეს. ჩემი ერთ-ერთი ოცნება საიდუმლო ორგანიზაციაში მუშაობა იყო.
ვასასი: ვაგლახ, რომ ამ ფრაზის მიხედვით, მე და ჯაბას>>>გაგრძელება იხილეთ აქ http://tamok-vasasi.blogspot.com