ავტორი : გიორგი ბერიკელაშვილი
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელი “ტექნო ბუმი” ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე და დიდი ამბიციებიც აქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი სირობაა და ნურაფერს იყიდით მანდ!
მაღაზიის დაბნეულ, გულგრილ კონსულტანტებსა და ცუდად მოწყობილ სივრცეზე არაფერს ვიტყვი. ჩემი სამართლიანი აღშფოთება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილმა გამოიწვია!
გაზქურის ყიდვა გვინდოდა, დავიარეთ მაღაზიები და ტექნო ბუმშიც შევიარეთ, საბოლოო არჩევანიც სწორედ ამ უკანასკნელის გაზქურაზე გაკეთდა. პირველი არა, მაგრამ მეორევე შეკითხვა პერსონალს:
-დღესვე მოიტანთ ჩვენთან ქურას?
-თბილისში ცხოვრობთ?
-კი, აქვე ავრთ. თუ დღესვე მოიტანთ – ვიყიდით, ხვალ არ ვიქნებთ სახლში.
-კი, კი, რა პრობლემაა, დღესვე მოგიტანთ, გადავცემ ახლავე დისტრიბუტორებს.
ვიყიდეთ. მოსაღამოვდა. ვრეკავ:
-ალო, (ბლაბლაბლა), არ მოგაქვთ?
-დღეს ვეღარ შევძელით, ხვალ აუცილებლად მოგიტანთ.
WTF?!! გათენდა, დედაჩემი აღარ წავიდა, ქურის გამო დარჩა სახლში. მოიტანეს, დადგეს, წასვლას აპირებენ.
-მოიცა, მონტაჟი? (გვეგონა მოტანისთანავე დაამონტაჟებდნენ)
-მონტაჟი სხვა ჯგუფს ევალება, ამოვლენ და დაამონტაჟებენ.
WTF?!! სანამ წავიდოდნენ მაღაზიაში გადავრეკეთ და ვკითხეთ, როდის მოვიდოდნენ დამმონტაჟებლები – “გადაცემულია თქვენი მისამართი, დღესვე მოვლენ აუცილებლად და დააყენებენ”, უკვე დავეჭვდით და თვითონ სერვისშიც დავრეკეთ:
-მაღაზიაში გვითხრეს, რომ>>> გაგრძელება იხილეთ აქ komisia.wordpress.com