“ნანუკას შოუ “ და ზაზა შენგელიას ფენომენი
Posted 3:03 PM by Nina in თემები vasasi, ჟურნალისტი, ტელევიზია, შოუ ბიზნესიავტორი: vasasi
ჟორჟოლიანმა, მიშას ფლოსტების, ტრუსიკისა და ხალათის შესახებ გაიგებთ ჩემს შოუშიო და, მეც მოკვდავი ვარ, დამაინტერესა.
ცხრა საათზე არა, ოდნავ გვიან გადავრთე და იმ მომენტს მივუსწარი, საკუთარი შოუს გასაკრიტიკებლად ნანუკამ ზაზა შენგელია რომ მოიწვია. ზაზამ სთქუა:
- შენ მაყურებელს შესთავაზე სინთეზი, აგრესიული და გამბედავი ჟურნალისტიდან, ასეთად იქეცი როგორიც ხარ და გამოგივიდა;
- მეტყველების ლაფსუსებს რაც შეეხება, სულ მგონია, რომ როცა გეშლება, სპეციალურად აკეთებ, რომ უფრო ბუნებრივი იყო (ანუ, ნანუკა ღადაობს, თორემ მანანა ბერიკაშვილზე მაგარია სინამდვილეში);
- შენ მაყურებელს იზიდავ, რადგან ხარ უფრო თანამედროვე და ბუნებრივი (კედები ყველას გვაცვია).
აქ ნანუკამ შენიშნა, კრიტიკისთვის მოვიწვიე და შემქები მომიყვანიაო. შენგელიამ ოდნავ ნირწამხდარმა განაგრძო:
- შენ დაამკვირდე ფორმა, რომ ხარ შინაურული. შენი გადაცემა შეიძლება დაუმუშავებელია, მაგრამ კარგი და ნამდვილი;
- შენი შოუ არ არის ელენის შოუს კოპირება. ამერიკაში სულ ასე აკეთებენ იმიტომ, რომ ფორმატი ესაა და რა ქნან (საცოდავი ამერიკელები)?!
- იცი, 60-70-იანი წლების იტალიაში ჩამოყალიბდა ტელევიზორის მასობრივი ყურების კულტურა. შენმა გადაცემამ ხალხი ამ ეპოქაში დააბრუნა(სულ მეგონა, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით და თურმე, ნეორეალიზმის პერიოდის იტალიაში დავბრუნებულვართ);
- შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, შენ გაიხარე, იდღეგრძელე და გამრავლდი (ზაზამ წარმოსახვითი ნათალი ჭიქა მოიყუდა, რომელსაც ქარვისფერი ღვინო წვეთებად გაუვიდა და იდაყვის ბოლოს ობლად დაეკიდა).
ჟორჟოლიანს ესიამოვნა და სთქუა >>> იხილე გაგრძელება >>> tamok-vasasi.blogspot.com
0 comment(s) to... ““ნანუკას შოუ “ და ზაზა შენგელიას ფენომენი”