კოლონიზატორი კოლონიაში

Posted 2:51 PM by Nina in თემები , , , ,

hillary-clinton

ავტორი: vasasi

ჰილარი კლინტონი საქართველოშია! მთელი დღის მანძილზე, ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ამის გარდა ვერაფერს მოისმენდით. საქართველოში დრო გაჩერდა.

ჰილარი კლინტონი წავიდა! წავიდა, მაგრამ დატოვა სამმილიონიანი ეგზალტირებული მასა ადამიანებისა.

ოფიციალური ინფორმაციით, კლინტონი მხოლოდ იმისათვის ეწვია საქართველოს, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის (ხელი ასწიეთ, ვისაც გჯერათ, რომ მხოლოდ ამისათვის დაგვათვალიერა). მანამდე კი..

...აღფრთოვანებული ჟურნალისტები:

- ქალ ლიდერებთან (მე ამ ტერმინის აზრს ვერ ვხვდები ისევე, როგორც ეპითეტ ”ზანგს”) შეხვედრისას ჰილარიმ თავის სიტყვაში თამარ მეფე ახსენა. მან უფრო მეტი იცის, ვიდრე ამერიკელმა ჟურნალისტებმა. აღფრთოვანებული მდედრი ლიდერები ტაშს უკრავენ საქართველოს ისტორიის ასე ღრმად მცოდნე კლინტონს. სახე ერთიანად გაბადვრიათ.

- პრეზიდენტთან ერთად, ჰილარიმ შარდ(მდ)ენზე გაიარა და თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო დალია, რესტორნის ბედნიერმა მფლობელმა კი სამლიტრიანი ბოთლი აჩუქა და დედა დააფიცა, რომ შვილის ქორწილში გახსნის. ჰო, ბოთლს ბილ და ჰილარი კლინტონებისადმი მიძღვნილი წარწერა ამშვენებდა, ერთიც ვნახოთ და, თვითმფრინავში ვინმეს სომხურ კონიაკში აერიოს.

- ჰილარი შარდ(მდ)ენზე მსხდომ ახალგაზრდებს გაესაუბრა.
ჰხო, ჰილარი თავისუფლად დასეირნობს ძველ უბანში, ყოველი ბუჩქისა და კუნჭულის უკან სულაც არ ზის FBI-ს ხალხი. ის გოგონებიც სრულიად შემთხვევიღ ისხდნენ
შარდ(მდ)ენზე, აი ისე რა.. ეწეოდნენ, ლარიან ყავას 25 ლარად აგემოვნებდნენ, ბიჭებს განიხილავდნენ და უცებ ჰილარი არ მოკუსკუსებს?

ინტერვიუები ბედნიერ ქალიშვილებთან:
- რას გრძნობთ?
- ვაიმე, რა საყვარელი ქალბატონია, ის ღვინით გაგვიმასპინძლდა. ეიფორიაში ვართ. რა თბილია..

სიტყვა ”თბილს”, ქართველი ჟურნალისტები, თითო ჩართვაში 35463-ჯერ ახსენებდნენ. მათ, ეტყობა, ამერიკულ ედიკეტზე არაფერი სმენიათ…

იხილეთ გაგრძელება>>>> tamok-vasasi.blogspot.com



0 comment(s) to... “კოლონიზატორი კოლონიაში”