კოცნის საერთაშორისო დღე 6/VII

Posted 2:13 PM by Nina in თემები , ,

kiss

ავტორი:  გიორგი ბერიკელაშვილი

 

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა! ეს “დღესასწაული” გაერთიანებულ სამეფოში დააწესეს და მისი მთავარი იდეაა – ქაოსურად აწეწილ სამყაროში ადამიანებმა ცოტაოდენი სიამოვნება მაინც მიიღონ. შანსი ეძლევათ ერთ დღეს აკოცონ იმათ, ვისზეც სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ.

 

  • კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
  • კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
  • რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.
  • კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.
  • მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
  • ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.
  • კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე.
  • სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებასა და თავბრუსხვევას.
  • ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.
  •  

    იხილეთ ვრცლად>>> komisia.wordpress.com

    komuna-like



    0 comment(s) to... “კოცნის საერთაშორისო დღე 6/VII”