ავტორი – ჯონი
კაცებს ხომ უყვართ წერა, ხუმრობა, შარჟების გაკეთება თემებზე: რატომ არ უნდა ანდო მანქანა ქალს, რატომ არ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში ან რატომ არიან ქერები სულელები. ხოდა. აი, სამაგიეროც: რატომ არ უნდა ჰკითხო რჩევა მამაკაცს:
საგაზეთო სვეტი
ძვირფასო ჯონ!
იმედი მაქვს, დამეხმარები, თორემ მართლა საშინლად ვგრძნობ თავს.
ამასწინათ ჩვეულებრივ გავემართე სამსახურში, ჩემი ქმარი კი სახლში დავტოვე, ტელევიზორთან. ერთი მილიც არ მექნებოდა გავლილი, რომ მანქანამ ჯერ რაღაც ხმა ამოუშვა, მერე კი საერთოდაც გაჩერდა. ხოდა, ფეხით მომიწია სახლში დაბრუნება, რომ ქმრისათვის დახმარება მეთხოვა. სახლსი რომ შევედი, თვალებს ძლივს დავუჯერე. ჩემი ქმარი ჩვენი მეზობლის ქალიშვილთან ნებივრობდა ჩვენს საძინებელში.
მე 32 წლის ვარ, ჩემი ქმარი_ 34-ის, ჩემი მეზობლის ქალიშვილი კი 19-ის. მე და ჩემი ქმარი უკვე 10 წელია დაქორწინებულები ვართ. იმ გოგოსათან რომ შევუსწარი, დამალვა არც უცდია, ისე განმიცხადა, ერთმანეთს უკვე 1 წელია ვხვდებითო. ისიც მითხრა, რომ გაყრაზე საჩივრის შეტანას არ აპირებს. მე კი განადგურებული ვარ და არც ვიცი, როგორ მოვიქცე. ძალიან მჭირდება შენი რჩევა.
პატივისცემით, შეილა.
პასუხი:
ძვირფასო შეილა, მოკლე მანძილის გავლის შემდეგ მანქანის გაჩერება აშკარად ძრავის პრობლემებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ჯერ შეამოწმე, გაჩერება საწვავის ნაკლებობამ ხომ არ გამოიწვია. თუ ამის ბრალი არაა, მაშინ იქნებ მილებიც შეგემოწმებინა და სადენებიც. თუკი მანდაც რიგზეა ყველაფერი,
მაშინ საწვავის ტუმბოს ბრალი იქნება, რომელიც ალბათ დაზიანების გამო დაბალი წნევით მიაწოდებს საწვავს ინჯექტორებს.
იმედია, ჩემი რჩევა დაგეხმარება.
წყარო>>>aninaland.wordpress.com