დაფასებული ,,სტუ”, ბოლომდე დაუფასებელი ჯინორია და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიამოვნება

Posted 8:00 PM by anano in თემები , , ,

       

ავტორი – Qilipa

Bookmark and Share

 

მოდი ცოტა კულტურულ სიახლესაც შევმატებ ბლოგს :) მოკლედ, დღეს ,,სტუ”-ს II კორპუსში ,,გეპეიშნიკებს” საზეიმო დღე ჰქონდათ... ისინი მურმან ჯინორიამ დააფასა და 2 საათიანი პოეზიის საღამო აჩუქა... მეგობარმა მითხრა მოსაწვევი მაქვს და თუ გინდა წამოდიო, მეც - რატო არ უნდა მინდოდეს მეთქი და წავედი. მიყვარს ეს კაცი და მისი წაკითხული ყველა ლექსიც... მსიამოვნებს, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა და ჩემთვის საყვარელი პოეტების, ჩემთვის საყვარელ ლექსებს კითხულობს :) შესვენებისა და სიგარეტის მოწევის დროს სტუდენტთა კითხვებს პასუხობდა და ბევრსაც ხუმრობდა. მოკლედ, ძალიან შინაურული და სასიამოვნო პოეზიის საღამო იყო... :)
ჯინორიამ კი დააფასა ,,სტუ” და მივიდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა ,,სტუ”-ს სტუდენტები ანალოგიურად არ მოქცეულან და ვერ შეიფერეს ,,ნაჩუქარი სიამოვნება” - 400 კაციან დარბაზში 100-მდე ადგილი თავისუფალი იყო, არადა 1 წლის წინ, როცა იგივე ჯინორია ჩვენთან, ,,თსუ”-ს VIII კორპუსში მოვიდა, 800 კაციანი დარბაზი სავსე კი არა - ,,გადატენილი” იყო, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო, მითუმეტეს რომ ,,თსუ”-ში ბილეთი 2 ლარი ღირდა, აქ კი თავისუფალი იყო დასწრება...
როგორც მოველოდი, მხურვალე აპლოდისმენტები YouTube-ზე დადებულმა ლექსებმა დაიმსახურა... პირადად მე კი ,,მეარღნეები და პოეტები”-ს მოსმენის შემდეგ ვერ დავფარე აღფრთოვანება... სამწუხაროდ, არაფერი მქონდა რომ გადამეღო და YouTube-ც გამემდიდრებინა :( ასე რომ, თქვენ მაგ სიახლით ვერ გაგახარებთ, მე კი ვისიამოვნე ფრიად :)

 

 

 

წყარო>>>qilipa.blogspot.com



0 comment(s) to... “დაფასებული ,,სტუ”, ბოლომდე დაუფასებელი ჯინორია და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიამოვნება”