ღვინისა და ფეხბურთის ტანდემი
Posted 11:00 PM by Nina in თემები 2010 მსოფლიო ჩემპიონატი, ბიზნესი, ეს საინტერესოა, მალხაზ ხარბედია, მარანი, სპორტი, ფეხბურთი
ღვინის მწარმოებელ ჩილეურ ფირმა Concha y Toro-სა და ფეხბურთის ინგლისურ გუნდ Manchester United-ს შორის მარკეტინგული გარიგება შედგა - ჩილეური კომპანია ამ პოპულარული გუნდის ოფიციალური პარტნიორი იქნება. Concha y Toro-ს წარმომადგენელები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ფირმის ცნობადობის გაზრდას აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, დადებითად იმოქმედებს ფირმის იმიჯზე და მისი სახელი წარმატებულ გუნდთან იქნება ასოცირებული. ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ ოფიციალურად 2010 წლის აგვისტოში, ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაწყებისთანავე შევა ძალაში. Manchester United–ის მენეჯერმა და მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კონტრაქტზე ხელმოწერისას განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ლათინური ამერიკის ორ ვნებას – ღვინოსა და ფეხბურთს აერთიანებს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“