,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

saa

ავტორი: anina

 

 

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს.  ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9  გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ  მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა,  ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები!  თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე:  მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა  და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა   რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია;  მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი  ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი  დღე  სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?

თუ შენს მოძღვარს მობილური არ აქვს (ისე, მე ეგეთ მღვდლებს ხშირად ვერ ვხვდები), ან მისთვის კითხვის დასმა გერიდება, შეგიძლია, რამე სხვა სცადო.  მაგალითად, კვირის პალიტრის ელექტრონული გაზეთის  განყოფილება: რას გვეტყვი, მამაო? .  2 დღეა ეგ გვერდი  გახსნილი მაქვს და ნელ-ნელა ვაგემოვნებ. სანამ კარგად გავერკვეოდი, მხოლოდ მეცინებოდა კითხვებზე და პასუხებზე, აი, ბოლოს კი სასტიკად დავიგრუზე.

უბრალოდ გადახედეთ:

ჯერ მხოლოდ კითხვები :

უთავბოლო სანთელი

კითხვა1:  ,,აქვს თუ არა სანთელს თავი ან ბოლო?”

გაცნობა-დაოჯახება

კითხვა2:  ,,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რა ლოცვები უნდა წავიკითხო სიყვარულის, მეორე ნახევრის პოვნისთვის და ბედნიერად გათხოვებისათვის?”

კითხვის ავტორი_ ზურაბ ნოღაიდელი

კითხვა3: ,,არის თუ არა ქვეყნის ღალატი ცოდვა?”

და კიდევ 2-იც

კითხვა 1: ,,თუკი ავადმყოფობა ღმერთისგან ჩვენი ცოდვებისათვის გვეძლევა, მკრეხელობა ხომ არ არის მკურნალობა ღვთისგან ბოძებული სასჯელის ასაცილებლად? ”

კითხვა2: ,,არსებობენ თუ არა მართლმადიდებელი ებრაელები?”

კიდევ კარგი, რომ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით არ ვიქმნი წარმოდგენას, თორემ მომეჩვენებოდა, რომ ეს რელიგია კი არა,  ცრურწმენებისა და შეუწყნარებლობის სავანეა.

1) წყევლა

ჩემს წინაპარს ცოდვა მიუძღვის უფლის წინაშე – ეკლესიებს ანგრევდა. მისი ცოდვის გამოსასყიდად გადაწყვეტილი მქონდა ეკლესიის აგება, მაგრამ ლტოლვილად ვიქეცი ჩემსავე სამშობლოში. ჩემი სურვილის ოდნავი კომპენსაციის მიზნით ეკლესიას შევწირე მამის ნაჩუქარი ხატი. კიდევ რით შემიძლია ვუშველო წინაპრის ცოდვას?

უფალი ხედავს ადამიანის გულისთქმას – თქვენ მთელი გულით შესწირეთ ხატი ეკლესიას. რაც შეეხება თქვენი წინაპრის დანაშაულს, ეპისკოპოსს უნდა სთხოვოთ ლოცვის წაკითხვა თქვენი ოჯახისათვის, რათა მასზე წყევლა არ იდოს.
კატეგორია – ცოდვა

2. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები

არის თუ არა ცოდვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და რამდენად სერიოზულია ეს ცოდვა?

ეს სერიოზული ცოდვაა, რადგან შეუღლების მიზანია გამრავლება და შვილების აღზრდა.

აბორტიც ცოდვაა. ამიტომაც , ნურც გაფრინდები- ნურც მოფრინდები_ ვითარებაა.

3. სცემე,  ოღონდ სახის არეში არა!

ცოდვაა თუ არა გაჯიუტებული ბავშვის დატუქსვა და ცემა, თუ სხვა საშუალებებით იგი არ გვემორჩილება?

ბავშვის დასჯა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არაფრით არ შეიძლება სახის არეში ფიზიკური შეხება…

იხილეთ გაგრძელება>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?”