IPHONE 4 გამოვიდა

Posted 2:23 PM by Nina in თემები , , , , , , ,

iphone_4_features

ავტორი: დელფი

 

Bookmark and Share

 

მაშ ასე, აღსრულდა! ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, მოხდა — ჯობსი გამოვიდა სცენაზე და გვიჩვენა, თუ რაზე მუშაობდა მისი გუნდი 18 თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად. მათ შრომას საბოლოოდ iPhone 4-ი დაერქვა.

სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე ნაჩვენები სიახლეები სხვადსხვა საიტებზე პროგნოზების სახით ადრეც გავრცელდა (კორპუსის ახალი ფორმა, ეკრანის ახალი გრჩევადობა და ა.შ.), ამიტომაც მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ არსად დაწერილა და არც არსად თქმულა და რაც სრული მოულოდნელობა იყო ყველასათვის.

სტივმა პრაქტიკულად დააიგნორა ყველა სხვა სიახლე (საფარი 5-იც კი არ აჩვენეს, უბრალოდ დადეს საიტზე სიახლის სახით) და მხოლოდ iPhone 4-ზე, iPhone OS 4.0-ზე და iAds-ზე ისაუბრა.
თავიდან როგორც ყოველთვის, ასეთი ტიპის პრეზენტაციას ჯობსი იწყებს სტატისტიკით, რომელიც მართლაც დიდი ძალაა. ეს 225 ათასი აპლიკაციაო, ეს 1 მილიარდი დოლარი დეველოპერებზე გადახდილიო, იქეთ კიდევ 5 მილიარდი ჩამოტვირთული აპლიკაციაო და ა.შ. და ა.შ. — ეს კეთდება რათქმაუნდა პლათფორმის უკეთ წარმოჩინებისათვის კონკურენტებთან შედარებით.

შემდეგ აჩვენეს განახლებული iBooks-ი, რომელიც ახლა უკვე იგებს PDF ფორმატს პლუს დაამატეს ნოუთების შენახვის ფუქნცია და გააუმჯობესეს ჩანართებთან მუშაობა. ამის მერე აჩვენეს აპლიკაცია Netflix-ი, რომელსაც ლამაზად შეუძლია ვიდეოს სტრიმინგი, Guitar Hero — გიტარაზე დაკვრის მოყვარულტათვის, ასევე საოფისე პლანქტონის საყვარელი თამაში — Farmville.

გადავდივართ უფრო მძიმე სიახლეებზე — ჯერ დაანონსეს ოპერაციული სისტემის რებრენდინგი და iPhone OS-ის ნაცვლად მას ერქმევა iOS-ი. მართალია ასეთი დასახელები ოს-ი არსებობს და მას Cisco უშვებს, მაგრამ როგორც გავიგე, ეფლმა და ცისკომ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და ცისკო ნებას რთავს ეფლს გამოიყენოს ეს სახელი. სხვათაშორის, სავაჭრო ნიშანი iPhone ასევე ცსიკოს ეკუთვნოდა თავის დროზე და ეფლმა მისგან ის შეიძინა. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

 

და აი ბოლოს როგრც იქნა დადგა iPhone 4-ის დროც. ის მართლაც ძალიან ჰგავს იმ პროტოტიპს, რომელმაც ხან სად ამოყო თავი და ხან სად. გასაოცარი გახლავთ მისი მონაცემები:

  • ძალიან თხელი კორპუსი (სულ 9.3 მმ)

iphone-4-4g-hd-white

 

  • ლითონის ჩარჩო უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც ამავდროულად ტელეფონის კარკასიცაა და ანტენაც
  • შუშის პანელები როგორც წინიდან, ასევე უკანა მხრიდან (არ იფხაჭნებაო, ასე თქვეს)

iphone_4_features

  • 40%-ით გაუმჯობესებული აკუმულატორი (10 საათი ვებ-ბრაუზინგი WiFi-თ ან ვიდეო ყურება, 7 საათი საუბარი და 300 საათი მოლოდინის რეჟიმში)
  • პროცესორი A4, იგივე რაც აიპადს აქვს 1 გჰც სიხშირით

iphone_4_multitasking

  • ჩადგმული ჰიროსკოპი ტელეფონის მდებარეობის უფრო ზუსტი ჩვენებისათვის სივრცეში
  • micro-sim ფაქტორის მხარდაჭერა (გაუგებარია რა საჭირო იყო ველოსიპედის გამოგონება)

ეკრანზე უმჯობესია ცალკე ვისაუბროთ — IPS-მატრიცა 960×640 გარჩევადობით, ანუ კვადრატულ დუიმზე 326 წერტილით — ახალი ტექნოლგია Retina, უზრუნველყოფს იმაზე მეტ გარჩევადობას, ვიდრე ამის აღქმა შეუძლია თვალს. ამის გამო, ჯობსის განცხადებით მიიღწევა გამოსახულების არაჩვეულებრივი ხარისხი, ხოლო კონტრასტულობა 800:1 ასევე ამატებს ხარისხს.

retina_display

ამის გარდა ახალ iPhone-ს გაუუმჯობედა კამერა, რომელიც იღებს 5 მეგაპიქსელით. საკმაოდ კარგი სენსორია გამოყენებული ასე რომ ფოტო ძალიან კარგი ხარისხის გამოვა…

 

iphone_camera

იხილე გაგრძელება>>>> blog.gogelia.ge

 

 

komuna-like



0 comment(s) to... “IPHONE 4 გამოვიდა”