…და თქვენ რას იცვამთ “სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე?
Posted 2:00 PM by Nina in თემები doin.ge, ახალი ამბები, კინო, მოდა, პრემიერა, ტელევიზია, ფილმები, შოუ ბიზნესიავტორი: მჩხაპნელი
…
რაღა შორს წავიდეთ გადავრთოთ და დღევანდელ “ქრონიკაში” ბოლო სიუჟეტი მხოლოდ იმას ეძღვნებოდა, თუ “რას ჩაიცვამენ თბილისელი ქალები “სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე”. თემა კიდევ ჰო, (გად)აიტანს ადამიანი… მაგრამ უკვე ტრადიციადქცეული ე.წ. “გ(ლ)ამურული” (სოლარიუმგამოვლილი), “ფუ(ლ)ფუ(ლ)ნებაში” მცხოვრები რესპონდენტები, გატყლარჭული ტონით და ფრიად საჭირბოროტო პრობლემით: რომელი გვარით შეიმოსონ - მინიმუმ ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია. მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს კინოთეატრ “ამირანის” ფარული რეკლამა (”ასეთი პრემიერა საქართველოში ჯერ არასდროს შემდგარა”) ემატება, ეს მოთმინების ფიალაში დასკვნით, “საკონტროლო წვეთს” აგდებს:
“ვაშა, თურმე სპეციალურად პირველი ჩვენებისთვის ფოიეში ვერცხლისფერ ხალიჩას დააგებენ და აბა ჩვენ ვიცით ახლა, შევუხამოთ როგორმე ტანისამოსის ფერები…”
ისე, გამონაკლისი მხოლოდ ეს სიუჟეტი რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ბედისადმი კეთილგანწყობილ ძაღლზე არსებულ გამოთქმას გავიხსენებდი და ამ საკითხს საერთოდ შევეშვებოდი. თუმცა, მსგავსმა არაფრისმთქმელმა სიუჟეტებმა უკვე ისეთი ორგანიზებული სახე მიიღო, რომ გაჩუმება გადავიფიქრე:
1.”შეეჩვიე… ფარულ რეკლამას” - რატომ ითვლება საახალამბო (ძირს “სანიუსე”) თემად ის, რომ “საქართველოს ლატარიის კომპანიამ” მომენტალური მოგების ახალი ბილეთი გამოუშვა…