წყვდიადში მოცეკვავენი...

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

  

 

ავტორი - როდრიგო

 
Bookmark and Share
 

ჩეხი ემიგრანტის, სელმა იეშკოვას ისტორიამ (ლარს ფონ ტრიერის “სიბნელეში მოცეკვავე”), პირველად დამაფიქრა ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მხედველობა. რა სირთულეების გადატანა უწევთ, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხვდებიან და რანაირი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათთან.
სელმას დაავადება ნელ-ნელა უვითარდებოდა, ნელ-ნელა კარგავდა მხედველობას და მალე სრულ წყვდიადში აღმოჩნდებოდა. სელმას დედამიწაზე არსებული ფერების აღქმა მოესწრო და ისინი მის მეხსიერებაში მუდამ იარსებებდნენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, ბავშვობიდან – მოხუცებულობამდე, წყვიადში ატარებენ ცხოვრებას.
არ ვიცი, რა უფრო მძიმეა: ის რომ გარკვეული დროის შემდეგ ბრმავდები, თუ თავიდანვე ასეთად იბადები. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათაც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ყურადღება და თანადგომა ესაჭიროებათ.
ძალიან გამიხარდა, როდესაც გუშინ,
მაკა ასათიანმა მომწერა და შემომთავაზა დავსწრებოდი კრეატიული სტუდია “iGeo”-ს მიერ ორგანიზებულ აქციას “ვიმეგობროთ უსინათლოებთან”.
აქცია დაიგეგმა 2 საათზე, რუსთაველის მეტროსთან. მაკა ერთ-ერთი ორგანიზატორია და რამდენიმე ბლოგერს, რომლებსაც აინტერესებთ სოციალური თემები დაგვიკავშირდა ამ აქციის გასაშუქებლად. შემოგვიერთდნენ
გაბო, ფიქრო და ქილიპა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა: დეფი გოგიბედაშვილმა, თამარ ფხაკაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა და გიორგი კეკელიძემ.
მათი პირველი დავალება ასეთი იყო:
თვალახვეულები, ჯოხით ხელში, დაუხმარებლად უნდა მისულიყვნენ კინოსახლამდე.
აი, ასე საუცხოოდ გაართვეს თავი მონაწილეებმა დავალებას:

 

ვრცლად>>>popularpopcorn.blogspot.com




0 comment(s) to... “წყვდიადში მოცეკვავენი...”