ავტორი: Lord Vader
პოლიტიკოსი, რომელიც გვიყვარს
ჰო, გვიყვარს… ოღონდ, ისე კი არა, ჩვენ რომ ვიცით უსაშველო – ჯერ რომ 96%-ით შეგვიყვარდება, გამოვალთ და მისი სახელის ყვირილს ვიწყებთ, მერე ხანი გამოხდება და 96%-ით მოვიძულებთ, გამოვალთ და: “გადადექი”, “ჩაუშესკუ” და “იუდა”…
ეგრე არა. აი, მართლა რომ შეგიყვარდება კაცს, ისეთი.
მაგალითად, როგორიცაა იტალიის თანასწორობის მინისტრი მარა კარფანია (Maria Rosaria Carfagna), ყოფილი მოდელი, პარტია “თავისუფალი ხალხის” წევრი.
ადრე იტალიელი მინისტრის ნახვა რომ მოგენდომებინა, 12 საათამდე წამლად ვერ იშოვიდი – სანამ გაიღვიძებდნენ, ყავას დალევდნენ, ტირამისუს დააყოლებდნენ და სამსახურში ინებებდნენ მიბრძანებას… ახლა კი 6 საათიდან იკავებენ რიგს, რომ სხვებს დაასწრონ და კაბინეტის სხდომის დროს კარგი ადგილი დაიკავონ – მარა კარფანიას გვერდით.
ერთი წლის წინ სილვიო ბერლუსკონიმ ასე თქვა – რა ჯანდაბაა, ამ ევროპარლამენტში მისვლა აღარ მინდა, სულ მოჟამულ და მახინჯ სახეებს ვხედავო და დეპუტატებად რამდენიმე იტალიელი ლამაზმანი წარადგინა. მათ შორის იყო “იტალიელი ბარბი” ტელეწამყვანი და მსახიობი ბარბარა მატერა (Barbara Matera), რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვებაც შეძლო. ისიც მარა კარფანიას თანაპარტიელია.
ყველაზე საყვარელი რევოლუციონერი მსოფლიოში, ალბათ, პერუელი კონგრესმენი ლუჩიანა ლეონია (Luciana Milagros León Romero) პარტია “ამერიკის სახალხო რევოლუციური ალიანსიდან”. სექსუალური რევოლუცია პერუში, კარგა ხანია, მომხდარია, ახლა რა რევოლუციისთვის იბრძვის, არ ვიცი.
დემოკრატი ქეირი თორისი (Carey Torrice) მიჩიგანის შტატის მაქომბის საგრაფოს კომისიონერია. ყოფილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი უკვე მეორედ აირჩიეს თავის პოსტზე. პოლიტიკოსი კარგ ფორმაში რომ უნდა იყოს, ქეირი ამის საუკეთესო მაგალითს იძლევა.
მიქელა ბრამბილა (Michela Vittoria Brambilla) იტალიის ტურიზმის მინისტრის მოადგილე და პარტია “თავისუფალი ხალხის” დამფუძნებელია. ამბობენ, ბერლუსკონი თავის მემკვიდრედ ამზადებსო… მგონი, მომზადებულია უკვე…
იხილეთ გაგრძელება>>>lifestylebox.wordpress.com