2010 წლის ივნისის ფილმები

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , ,

K_Maya Jims

ავტორი:  Maya Jims

კინოინდუსტრია ზაფხულში არ ისვენებს და უამრავ საინტერესო პრემიერას გვთავაზობს. ივნისი მრავალფეროვნების თვეა. საოჯახო კომედიიდან დაწყებული, საშინელებათა ფილმით დამთავრებული, ამ თვეში ყველა ჟანრის ფილმს უნდა ველოდოთ.

სანამ მიმოხილვაზე გადავალ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ,,გამოსვლის თარიღში" იგულისხმება აშშ–ის კინოთეატრებში გაშვების დრო.

ახლა კი, ივნისის ფილმები:

"Get Him to the Greek"

GHTTG_Maya Jims

ჟანრი: კომედია

როლებში: Jonah Hill, Russell Brand, Elisabeth Moss, Sean ''Diddy'' Combs, Rose Byrne, Aziz Ansari, Skyler Stone, Kristen Schaal

რეჟისორი: Nicholas Stoller

გამოსვლის თარიღი: 4 ივნისი, 2010

მოკლე შინაარსი: გაგრძელება ფილმისა "Forgetting Sarah Marshall". ამჯერად სიუჟეტი ვითარდება ორი პერსონაჟის, აარონისა და ბრიტანელი როკერის, ალდუს სნოუს გარშემო. აარონს ლონდონში გაფრენა და გალოთებული როკერის ლოს–ანჯელესში ჩაყვანა დაევალება. გზად უამრავი დაბრკოლება შეხვდება, მაგრამ დავალების შესრულებისთვის აარონი ყველაფერს გააკეთებს. 

თრეილერი:

 

 

"Killers"

K_Maya Jims

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი კომედია

როლებში: Ashton Kutcher, Katherine Heigl, Tom Selleck, Catherine O'Hara, Katheryn Winnick

რეჟისორი: Robert Luketic

გამოსვლის თარიღი: 4 ივნისი, 2010

მოკლე შინაარსი: ჯენი თავისი ოცნების მამაკაცს, სპენსერს ხვდება, ცოლად მიჰყვება და სრულყოფილი ცხოვრებით ტკბება, მაგრამ ერთ, არც თუ ისე მშვენიერ დღეს იგებს, რომ ქორწინებამდე მისი ქმარი სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მკვლელი იყო და ახლა მასზე ნადირობაა გამოცხადებული.

თრეილერი:

დანარჩენი ფილმები იხილეთ აქ>>> mayajims.blogspot.com



0 comment(s) to... “2010 წლის ივნისის ფილმები”