სტუდენტური ბიზნესი 1000 ა.შ.შ. დოლარად

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , ,

    

ავტორი - Maka Asatiani
Bookmark and Share
წარმოუდგენელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „DELL-ის” საწყისი კაპიტალი 1000 დოლარს შეადგენდა. მაიკლ დელის მიერ 1984 წელს დაარსებულ კომპანიას თავდაპირველად პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა არჩეული. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ დელი თვლიდა, რომ ამ გზით ის კლიენტებს დაუახლოვდებოდა და ზუსტად გაიგებდა თუ რა სურთ მომხმარებლებს. სტრატეგიამ გაამართლა. მაიკლმა უნივერსიტეტი მიატოვა, მშობლების 300 ათასიანი ქონება ბანკში ჩადო და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო.
 

საკუთარი დიზაინის კომპიუტერი „ტურბო” კომპანიამ 1985 წელს გამოუშვა, თუმცა პროცესორი არანაკლებ ცნობილ კომპანიას „ინტელს” ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა „DELL-ის” კაპიტალი 73 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით „DELL-ის” პროდუქციის შეძენა 1996 წელს გახდა შესაძლებელი. ამერიკაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებით კომპანიამ 1999 წელს „HP-ის” გაუსწრო. 2000 წლისთვის კი მისმა შემოსავალმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია თითქმის არ შეცვლილა. პროდუქციის გაყიდვები დღითიდეღე მატულბდა, თუმცა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში „DELL-მა” დათმო საკუთარი პოზიციები. ეს შემოსავალზე და თანამშრომელთა რაოდენობაზეც აისახა. 2009 წელს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ 76, 500 ადამიანი შეადგინა. წლიურმა შემოსავლმა კი 61.101 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია. „DELL” ინფორმაციული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც ქმნის, ავითარებს და ყიდის კომპიუტერულ პროდუქციასა და სერვისს.

ამერიკულმა ჟურნალმა „ბიზნეს ვიქმა” „DELL” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2009 წლის ასეულში ოცდამეთხუტმეტე ადგილზე დააფიქსირა. ხოლო ბრენდის ღირებულება 10,291 მილიონ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.

წყარო>>>blog.brand.ge

 



0 comment(s) to... “სტუდენტური ბიზნესი 1000 ა.შ.შ. დოლარად”