ამბავი ქალზე რომელსაც ყველა იცნობს

Posted 3:00 PM by anano in თემები , , ,

 

ავტორი – kontua

Bookmark and Share
 

პუშკინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფრანგული ენის სპეციალისტი იყო, ერთი პირობა იფიქრა ბავშვებს მოვამზადებო მაგრამ მალევე გადაიწურა იმედი, რადგან იმხანად ვერავინ ნახა მსურველი. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, თუმცა სულ თავისუფალი დრო ჰქონდა, ასე რომ სულ წიგნებში ატარებდა დღეებს. არასდროს უყვარდა საკუთარ თავზე ზრუნვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა თუმცა ბიჭებს ხარბად აცქერდებოდა ხოლმე. ძირითადად იზოს ვიწრო წრე ჰყავდა, ერთი მეგობარი სესილი და დანარჩენი ნათესავები, ცოტა არ იყოს იზო ჭორიკანა იყო, უყვარდა მის ნათესავებზე ლაპარაკი, ზოგჯერ ჩაუსაფრდებოდა და ისმენდა რაღაცეებს, ერთხელ მარგოს და ანზორის სექს შეუსწრო, ნუ უეცრად წააწყდა, ვერ გაეგო დაორსულდა თუ არა მარგო, თუმცა რას გაიგებდა, მალევე წამოვიდა იქიდან.
იზოს თავისი მეზობელი შეუყვარდა, ნუ მართალია ახლოსაც არ იცნობდა მაგრამ ძალიან უყვარდა, ლექსებს თარგმნიდა ფრანგულიდან და სულ მის სატრფოს უძღვნიდა, ოღონდ მხოლოდ გულში. მორიდებული იყო ძალიან იზო.

ზაფხული იყო, სოფელში დედას გაჰყვა მოსახმარებლად. იზოს მამა არც ახსოვდა, პატარა იყო რომ მიატოვა და მოსკოვში წავიდა. ხოდა იყო ახლა იზო დედასთან და უსრულებდა ყველა სურვილს. ერთხელ ფანჯრებს სწმენდდა და გადმოვარდა, როგორც თვითონ ამბობს თავი დაარტყა ძირს და მას მერე დაიწყო ყველაფერი. რას ნიშნავს ყველაფერი? ნუ პირველი სატრფო გადაავიწყდა, და ძალიან ბევრი რამ, ნუ უბრალო ამნეზია იყო. იზოს დედა ძალიან ანერვიულებულა და ქალაქში ექიმთან მიუყვანია გონდაკარგული. სახლში მალევე გაუშვეს მაგრამ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, არ ახსოვდა არაფერი,ექიმბაში ჰყავდა ის უვლიდა, სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით რომ მოსწონდა ამ ჩვენს ექიმბაშს იზო, თან ჰყვებოდა ხოლმე. მკურნალობა უკეთესობისკენ მიდიოდა, იზომ გახსენება დაიწყო, შეეძლო დაემახსოვრებინა რაღაცეები თუმცა ფაქტი იყო რომ მკურნალობა შველიდა. დედა დაეღუპა, თუმცა მას არ უთხრეს, ისევ მისი ჯამრთელობის გამო.

იზო მომჯობინდა, ახლა მისი ექიმბაში მასთან რჩებოდა ხოლმე, თუმცა სამწუხაროდ ისიც დაიღუპა ტრაგიკულად, თუმცა როგორ არ ვიცი, ამას არასდროს ამბობს იზო, ნუ ალბათ არ ახსოვს, ხოდა სწორედ მის სიკვდილს აბრალებს იზო თავისი მდგომარეობის გაუარესებას.

ახლა სად ცხოვრობს ვერ ამბობს. მეშინიაო, თუმცა ანზორის თეთრეული შენახული აქვს და არ იყენებს. ქუჩაში სიარულისას ფრანგული ლექსები ხშირად ახსენდება, ასევე ახსენდება მარგოს ამბავი და ვარაუდობს რომ მას შვილი ჰყავს და თუ თქვენ მიგამსგავსათ ნუ გაგიკვირდებათ უბრალოდ გაუგეთ, ნუ გაექცევით და ნუ შეგაშინებთ ეს ის იზოა რომელიც ყველაზე პატივსაცემ ადამიანად მიმაჩნია და მსიამოვნებს მასთან საუბარი ხოლმე, მიკვირს , და მახალისებს ის ფაქტი რომ მარქს და ენგელს მეძახის, სახალისოა ხო, ჩემთვის არასდროს მოუთხოვია ოცი თეთრი, მე მარგოს შვილს მიმასგავსა, სწორედ მას მერე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა.

საღამოობით როცა სახლისკენ გზას გაუყვება ხოლმე მეზობლის ფანჯარას შეავლებს თვალს, ჰგონია რომ იქიდან ვიღაც უთვალთალებს , გული აუძგერდება და ახალგაზრდობაში ფრანგულიდან ნათარგმნი ლექსი ახსენდება ხოლმე. ასე გრძელდება ყოველ დღე თუმცა არავინ იცის იმ ქალის ამბავი რომელსაც მთელი თბილისი იცნობს თან ასე ცუდად, ირონიულად და ზურშექცევით.

პ.ს. ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობით დავწერე, რაც თვეების განმავლობაში იზოსთან საუბრისას მეორდებოდა ხოლმე, შევკრიბე და ერთ ამბად გადმოგეცით, ის მან შეიძლება ასე თანმიმდევრულად ვერ მოგიყვეთ.

 

წყარო>>>kontua.wordpress.com



0 comment(s) to... “ამბავი ქალზე რომელსაც ყველა იცნობს”