სოიოს სასარგებლო თვისებები
Posted 7:00 PM by Nina in თემები მეცნიერება, მკურნალი, ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობაავტორი: თინათინ გოცაძე
სოია ფართოდ გავრცელებული საკვები პროდუქტია. ის ერთ-ერთ უძველეს კულტურას წარმოადგენს, რამეთუ ცნობილია ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნიდან. მას ხშირად სასწაულ-მცენარედ მოიხსენიებენ, მცენარეული ცილების ჭარბად შემცველობის გამო. სოიის თესლის მასის საშუალოდ 40% ცილებზე მოდის. ზოგიერთი სახეობის თესლი კი 48-50%-მდე ცილას შეიცავს. სრულფასოვანი ცილების გარდა სოია მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისით. სოიისგან დღეს სხვადასხვა პროდუქტი იწარმოება. თითოეული მათგანი მაღალი კვებითი ღირებულების გარდა ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებული მარგებლობით გამოირჩევა;
ანტიოქსიდანტები - სოიის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს ანუ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს უჯრედს მავნე "თავისუფალი რადიკალების" ზემოქმედებისაგან. მოგეხსენებათ, ეს მავნე რადიკალები განაპირობებენ უჯრედთა ნაადრევად დაბერებას, დაზიანებასა და გადაგვარებას.
თირკმლის დაავადება - დადგენილია, რომ თირკმელები სოიაში შემავალ ცილას ცხოველურ ცილებთან შედარებით გაცილებით ადვილად "იტანს", შესაბამისად, სოიის პროდუქტებით კვება ანელებს და აფერხებს თირკმელების დაზიანებას ამ ორგანოს ფუნქციური უკმარისობით დაავადებულ პირებში.
იმუნიტეტი - გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოიაში შემავალი პეპტიდები (ამინომჟავათა ჯაჭვები) ამაღლებენ იმუნიტეტს ანუ ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადებისადმი.
ოსტეოპოროზი - სოიის პროდუქტებით კვება ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას, შესაბამისად, ის ოსტეოპოროზის ანუ ძვლის გამეჩხერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
შაქრიანი დიაბეტი - კლინიკური დაკვირვებებით გაირკვა, რომ დიაბეტიანთა საკვებ რაციონში სოიის პროდუქტების ჩართვა მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ინსულინდამოკიდებულებას პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. გარდა ამისა, ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას.
ქოლესტერინი - სოია განაპირობებს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას სისხლში. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები - სოიის პროდუქტებში დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოების (უჯრედისის) შემცველობა ხელს უწყობს ნაწლავთა მოტორული ფუნქციის ნორმალიზებას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის შეკრულობის განვითარებას და საუკეთესოდ წმენდს ნაწლავებს.
მკერდისა და პროსტატის კიბო - მეცნიერული დაკვირვებებით დადგენილია, რომ დასავლეთში მცხოვრებ ქალბატონებში მკერდის კიბოს შემთხვევები 8-10-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე აზიელ ქალბატონებში, რომელთა დიეტაც, როგორც წესი, სოიაზეა დაფუძნებული.
იხილე გაგრძელება>>>www.mkurnali.ge