რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?

Posted 1:10 PM by Nina in თემები , ,

hotbabysitters

ავტორი: Lord Vader

ბრიტანელი ექიმი დენის ფრიდმანი ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯიდან (Royal College of Psychiatrists), თავის წიგნში “მოუთხოვნადი საჩუქარი: რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით” (The Unsolicited Gift: Why We Do The Things We Do) ბავშვის ფსიქიკაზე ძიძების ზეგავლენაზე მსჯელობს.

 

unsolicitedgift 

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ბიჭს, რომლის აღზრდაშიც დედას ძიძა ეხმარება, უჩნდება განცდა, რომ მხოლოდ ერთი ქალი მასზე საკმარისად კარგად ვერ იზრუნებს. ასეთ მამაკაცებს უჭირთ პარტნიორისადმი ერთგულების შენარჩუნება. მაშინაც კი, თუ ეს ურთიერთობები ხანგრძლივია, მაშინაც, თუ ქორწინებით დასრულდა – ძიძის მიერ აღზრდილი მამაკაცი მუდმივად განწყობილია “მეორე ქალის” მოძებნისთვის. ასეთი მამაკაცების ცდუნება განსაკუთრებულად ადვილია და ისინი სხვა ქალების მიერ გამოგზავნილი “სიგნალების” მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან – შედეგად, სამსახურებრივი თუ სხვა სახის რომანები ამ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი მოვლანაა. ამ ყველაფერს ისინი პარტნიორის/ცოლის ღალატად არ მიიჩნევენ და სინდისის ქეჯნას არ განიცდიან.

დედებო, როდესაც თქვენ თქვენი ბიჭისთვის ძიძას ქირაობთ – მას “მეორე ქალის” სტერეოტიპს უყალიბებთ! – წერს დოქტორი ფრიდმანი.

იხილე გაგრძელება >>> lifestylebox.wordpress.com



0 comment(s) to... “რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?”