“მოკვდა თუ არა, ყველამ აცხოვნა…”

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , , , ,

8dda48cddd68

via doin.ge

უკვდავების მთავარი პირობა სიკვდილია” – დედამიწელი მოაზროვნე

      უცნაური ერი ვართ ეს დედამიწელები.

     უდიდეს შემოქმედთა უმეტესობას სათანადოდ არ ვაფასებთ იმ დრომდე, სანამ საქმეში სიკვდილი არ ჩაერთვება. ჩვენ კი მხოლოდ ამ მოულოდნელი ჩარევის შემდეგ ვიწყებთ ვაი-ვიშს, საკუთარი თავის საკუთარივე ხელებით ცემას, სახის ხოკვას და ყველა იმ ქმედებას, რასაც მგლოვიარე ადამიანს მეტაფორულად მიაწერენ ხოლმე.

      არ ვიცი, ვის რამდენად დასწყდა გული ვან გოგის სიკვდილზე (”Facebook”-ი თავისი ზოგ შემთხვევაში უადგილო ფან-კლუბებით მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა), მაგრამ ამ მხატვრის (რომელმაც სიცოცხლეში ერთ ტილოზე მეტის გაყიდვა ვერ მოახერხა) “ექიმი პოლ გაშეს პორტრეტი” ახლა ოთხმოც მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. დედამიწელთა ზემოთხსენებული უცნაური მიდგომის ილუსტრირებისათვის კი ეს ერთი მაგალითიც სრულიად საკმარისია.

     ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ადამიანების ეპოქაში ცხოვრობ და უბედურებაა, რომ აღნიშნულ ბედნიერებას იმ პერიოდში კარგად ვერც აცნობიერებ. ამის გამო, შენს მეზობლად მცხოვრებ ბიძია ვინსენტს შესაძლოა ფსიქიკურად შეშლილს უწოდებ და არც იცი, რომ ორი საუკუნის შემდეგ მასზე და მის ყურზე ლეგენდები დაიწყებს სიარულს. მისი ტილოები კი საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტად იქცევა და ყველა (უფრო ზუსტად ექსპერტები და უმეტესობა ექსპერტებს უბრალოდ ბრმად ენდობა) იტყვის, რომ ისინი ჭეშმარიტად საოცარია. საოცარია ისიც, რომ ცხოვრობ ისეთ დროში, რომელშიც შეგიძლია გალაკტიონთან ერთად დუქანში გამოთვრე, ან, ფიროსმანი ღამის გასათევად სახლში დაპატიჟო და ამ შანსს უბრალოდ არ იყენებ. ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

    ჩვენ ხომ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, რომ ვიღაც კარგ ლექსებს წერდა, რომ ვიღაც კარგი მსახიობი, ან, უბრალოდ კარგი ადამიანი იყო, როდესაც მის შესახებ არსებული ყველა ზმნა წარსულ დროში გადადის. არადა, წესით გენიოსი სიკვდილამდე უნდა დააფასო, თორემ სიკვდილის შემდეგ დაფასება უკვე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვით გამოიხატება და არა “Facebook”-ის, ან,”skype”-ს სტატუსით, სადაც სინანულს ყველა რამდენიმე ორწერტილსა და შესაბამისად, რამდენიმ ღია ფრჩხილში ატევს.

    არც ის არის აუცილებელი, ადამიანს მაინცდამაინც სასიკვდილო სენი სჭირდეს, რომ იმავე სტატუსებად მისი ლექსის სტრიქონი დაიწერო – ისიც მასობრივად ერთნაირი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სატელევიზიო რეკლამაში ხშირად ტრიალებს (აბა წიგნში ფული როგორ უნდა გადაიხადოს კაცმა).

 

ერთ-ერთ ჟურნალში მცირე კვლევა იყო ჩატარებული (”რა ტიპის ლიტერატურა აინტერესებს დღევანდელ მკითხველს”), სადაც გამყიდველები ამბობდნენ, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა…

იხილე გაგრძელება>>>doin.ge



0 comment(s) to... ““მოკვდა თუ არა, ყველამ აცხოვნა…””