SHC – ადამიანის სპონტანური აალება

Posted 2:05 PM by Nina in თემები , ,

11

Posted by Oroli in guest პოსტები

ადამიანის სპონტანური აალების ტერმინი ნიშნავს ადამიანის სხეულის სრულ აალებას და წვას ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე. ამ მოვლენის შესახებ მე-15 საუკუნიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მან მე-19 საუკუნიდან მოიპოვა.

1992 წელს გამოცემულ ჯენი რენდლზისა და პიტერ ექსოს წიგნში თვითაალების 85-მდე შემთხვევაა აღწერილი, რომლებიც 1850 წლიდან მოხდა.
1725 წლის 20 თებერვალს, საფრანგეთში, რეიმსის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ჟან მილეტი ცეცხლის სუნმა გამოაღვიძა. მან სასტუმროს სტუმრები გამოაღვიძა და ისინი სამზარეულოში ნიკოლის, ჟან მილეტის მეუღლის გვამს წააწყდნენ. ნიკოლის თავის ქალისა და ხერხემლის მცირე ნაწილის გარდა, სხეული მთლიანად დამწვარი იყო; ახლოს მდებარე ხის ავეჯი და სხვა ობიექტები კი ხელუხლებელი იყო. მილეტი გაასამართლეს და ცოლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ახალი დეტალები გახდა ცნობილი: აალების ღამეს სასტუმროში მყოფი ექიმის განცხადებით, ქალბატონის გარდაცვალება “ღმერთის მიერ მონახულების” შემდეგ, უცნობი მიზეზით მოხდა. მალე გაირკვა, რომ ნიკოლ მილეტი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, თვითაალებას ალკოჰოლის მიღებასთან აკავშირებდნენ.

2

 3

გაგრძელება იხილე აქ>>> kate9alukard.wordpress.com



0 comment(s) to... “SHC – ადამიანის სპონტანური აალება”