სამართალმა ნობელი ჭამა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

irena sendler1[3]

ავტორი: LORD VADER

ირენა სენდლეროვა (Irena Sendlerowa/Irena Sendler) პოლონელი კათოლიკე სოც-მუშაკი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოში მუშაობდა. პოლონური წინააღმდეგობისა და ებრაელთა ხსნის კომიტეტის, “ზეგოტას” (Żegota) წევრმა, მან სანიტარული სამსახურის თანამშრომლად დაიწყო მუშაობა ვარშავის გეტოში, საიდანაც ფარულად დაიწყო ებრაელი ბავშვების გამოყვანა. ამისთვის ავტომობილის საბარგულში სხვა ხელსაწყოებთან ერთად დიდი ტომრები და ყუთები ქონდა საგანგებოდ მოთავსებული, ამავე დროს, თან დაყავდა ძაღლი, რომელიც თავისი ყეფით დამალული ბავშვების ტირილის, სუნთქვის თუნდაც, გაფაჩუნების ხმას ახშობდა. “ზეგოტა” გამოყვანილ ბავშვებს ყალბ საბუთებს უმზადებდა და პოლონელთა ოჯახებში მალავდა.
ამ გზით სიკვდილის 2’500 ებრაელი ბავშვი გადაურჩა.
ამასთან, ირენა სენდლეროვა მის მიერ გეტოდან გამოყვანილი ბავშვებისა და მათი ახალი ოჯახის ვინაობას ჟურნალში აღრიცხავადა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს შეძლებოდათ შვილების მოძიება. ეს სია მას შუშის ქილაში ჰქონდა მოთავსებული და მიწაში, ღრმა ორმოში ინახავდა.

1943 წელს “გესტაფომ” მოახერხა მისი გამოაშკარავება ანონიმი დამსმენის “წყალობით”. სენდლეროვა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, თუმცა, მან პოლონური წინააღმდეგობა არ გასცა. ნაცისტებმა ვერც მის მიერ გადარჩენილი ბავშვების სიას მიაგნეს. სიკვდილისგან ის ორგანიზაცია “ზეგოტამ” იხსნა – გერმანელი გუშაგები მოისყიდა და მათ დახვრეტის ნაცვლად სენდლეროვა ტყეში დააგდეს ხელ-ფეხ დამტვრეული. ნაცისტურ დოკუმენტებში ის სიკვდილით დასჯილთა შორის იყო აღრიცხული.

irena sendler
1965 წელს ებრაულმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და გმირების ხსოვნის ორგანიზაციამ Yad Vashem-მა მას  გმირის წოდება (ოფიციალურად ამ ჯილდოს “მსოფლიოს ხალხთა ყველაზე მართლი ადამიანი” ეწოდება) მიანიჭა, მაგრამ დამოუკიდებელი პოლონეთის მთავრობასა და გამათავისუფლებელ “Armia Krajowa”-სთან კავშირის გამო, საბჭოურ პოლონეთში ირენა სენდლეროვა არასანდო ელემენტად ითვლებოდა და ადგილობრივი კგბ-ს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყნიდან გასვლის ნებას მას არ აძლევდნენ.
მის სახელს არ ახსენებდნენ.  ირენა სენდლეროვაც უჩუმრად ცხოვრობდა მის ვარშავულ ერთ-ოთახიან ბინაში და არც არაფერს ითხოვდა.
კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ…

იხილეთ ვრცლად>>> virtualcollector.blogspot.com



0 comment(s) to... “სამართალმა ნობელი ჭამა”