ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

jef

ავტორი: დავით გორგილაძე

”შეშლილი გული” ბოლოსთთვის შემოვინახე და ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ვუყურე ერთი მიზეზის გამო – მინდოდა ცხელ გულზე მეგულშემატკივრა ჯეფ ბრიჯესისთვის.

კინოაკადემიამ წელს არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო . ჯერ მარტო ის რად ღირს ორიგინალური სცენარის ნომინაციაში ”უსახელო ნაბიჭვრები” რომ დაიკიდეს და ქეთრინ ბიგელოუს ასიამოვნეს. ან ეს სანდრა ბულოკი ვის დაკარგვია, საიდან გამოტყვრა? მიუხედავად ამ რაღაცებისა (!), იყო რამდენიმე გაცემული ოსკარი, რომელზე კამათიც ალბათ არავის მოუვა აზრად. მაგალითად მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელნი, კრისტოფ ვალცი („უსახელო ნაბიჭვრები“) და მონიკი („ძვირფასი“) (- მართლაც უნაკლოდ ასრულებენ. ესენი რომ არ დაეჯილდოებინათ ჯობდა საერთოდაც არ ჩატარებული ცერემონია). ანიმაციური ფილმი „მაღლა”(რომლის ყურებისას, პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, უგულო უნდა იყო, ცრემლი რომ არ მოგადგეს)ვიზუალური ეფექტებისთვის დაჯილდოებული „ავატარი“( – რაც მართალია, მართალია). და ალბათ მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეფ ბრიჯესიც . . .

ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური მიდგომა რომ ახასიათებთ, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ფილმები მოგვწონს, რომლებშიც საკუთრ თავს ვხედავთ, საკუთარი ხმა გვესმის. . .

არსებობს ხალხი, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობა ეწვიათ, ძირს დაანარცხა და ისინიც წარმატების მისაღწევად აღარაფერს აკეთებენ. დამარცხებულები მიუყვებიან ცხოვრების დინებას და მცირედითაც კმაყოფილდებიან. ასეთ სისუსტეს საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე.

“შეშლილი გული“ სწორედ ასეთ ადამიანზე გვიყვება. ბედ ბლეიკი (ჯეფ ბრიჯესი), ძველი თაობის საყვარელი მომღერალია. ბედი ქანთრის „უბერავს“, მართალია მისი ალბომები თითქმის აღარ იყიდება, ბლეიკსაც მხოლოდ 10 დოლარი აქვს ჯიბეში, მაგრამ ხანდახან ”უმართლებს” და ორმოცდაათსგადაცილებულ მსმენელს ჩაიგორებს ლოგინში, ხანაც დახლიდარი ცოლისთვის ავტოგრაფს ართმევს და მის საყვარელ ვისკისაც უსახსოვრებს. ბედს ვისკი უყვარს. მეტიც, ბედი ალკოჰოლიკია. დაიარება (!) აშშ-ს მიყრუებულ ადგილებში „ორი კაპიკის“ (ქართული ტერმინით რომ ვთქვათ) საშოვნელად და ხშირ შემთხვევაში მისი აუდიტორიაც ბოულინგის დარბაზში შეკრებილი ორიოდე ათეული ადამიანისგან შედგება. ზოგჯერ ბედს ამ აუდიტორიის წინაშე „იაღლიში“ მოსდის და სამი წუთით გადის სარწყევად. ალკოჰოლი მოქმედებს. მერე რა, ვის არ მოსვლია?

ასე მიდის ბედ ბლეიკის ცხოვრება, როცა ერთი ჟურნალისტი გამოჩნდება….

იხილეთ ვრცლად>>> gorgiladze.wordpress.com



0 comment(s) to... “ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ”