ძუძუები, ინტეგრაცია, ტრაქტორიზაცია

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

22233_243316797202_240133477202_3815769_7011645_n

ავტორი:იაგო ხვიჩია

Bookmark and Share
 

ახალი წლის მერე განსაკუთრებით მოსაწყენი გახდა ტელევიზორის ყურება, არა საინტერესო არც არასოდეს ყოფილა, პირიქით, საახალწლოდ, ქართული ტელევიზიები განაკუთრებული მონდომებით ამზადებდნენ, განაკუთრებულ სირობებს, მაგრამ წელს მაინც სხვა იყო:

,,სვეტსკი კარაოკე,, პირდაპირ ეთერში, ძალიან ბევრი საახალწლო ნათურა, ნანიკოს, მაიას, დუტას და ა.შ. შოუები, კარერასი ბათუმში და ბევრი სასულიერო მოღვაწე, საქართველოში არებული ყველა ეკლესიიდან, სათნო სახით რომ გვილოცავენ სხვადახვა დღესასწაულებს, რომელიც მოგეხენებათ საახალწლო დღეებში ბლომად მოგვეპოვება, მერე უკრაინის არჩევნები, რომლის შესახებაც სიმართლე გითხრათ ვერაფერი გავიგე, მიხედავად იმისა რომ ყველა ნიუსი ამ თემით იწყებოდა, მერე ნათლისღება, რომელზედაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც ამ წლის სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე, ერთი დამატებით, ამ დღეს ზემოთთქმულმა სასულიერო მოღვაწეებმა საინტერესო პერფორმანსი მოგვიწყვეს და ღვთისადმი უზომო სიყვარულის გამოსახატავად იბანავეს გაყინულ ტბაში, მდინარეში თუ ზღვაში, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, რაც რეპორტაჟის ბოლოს გველოდა, მარტო ამ მომენტისთვის ღირდა მთელი კურიერის ნახვა.

არა, ჟურნალისტის მიერ შესრულებულ საფირმო ყვინთვას არ ვგულისხმობ, ეს თუ არ ვცდები ,,იმედზე,, იყო (ისე ბოლოს რომ ენერგიული პირჯვარი არ გადაესახა ვიფიქრებდი, სიუჟეტის მრავალფეროვნებისთვის გაღებული მსხვერპლი იყოთქო), კულმინაცია სხვა რამე იყო, სიუჟეტში ითქვა, რომ – რომელიღაც ეპისკოპოსმა ზღვა აკურთხა.

მაგრამ ამ წერილში ახალი წლების გადაცემათა მომოხილვით არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ, პირიქით მინდა იმ დადებით და უარყოფით მოვლენებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რითაც წინა წელმა დაგვამახსოვრა თავი, თქვენის ნებართვით დადებით და უარყოფითმოვლენებს თემატიკის მიხედვით ერთმანეთის გვერდით მივუჩენ ადგილს.

დადებითი – წავიდა ინგა გრიგოლია

უარყოფითი – მოვიდა შორენა ბეგაშვილი

დადებითი – დაიხურა საკანი #5

უარყოფითი – არ დაიხურა ,,პროფილი,,

დადებითი –ზაზა ბურჭულაძემ გამოაქვეყნა წიგნი

უარყოფითი – დეფი გოგიბედაშვილმაც გამოაქვეყნა წიგნი

დადებითი – ქართულმა ფილმმა ,,გაღმა ნაპირი,, რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

უარყოფითი – მთელი წლის განმავლობაში ქართულ კინოთეატრებში გადიოდა ავთო ვარსიმაშვილის რამდენიმე ფილმი და ,,რაც ყველაზე ძალიან გიყვარს,, 2 სერია, ხო კიდევ სულ დამავიწყდა ,,გოგონა სლაიდიდან,,.

დადებითი – საქართველო საბოლოოდ გამოვიდა დსთ –დან.

უარყოფითი – არაფერი ისმის საიმედო, ნატოში გაწევრიანების კუთხით.

დადებითი – დაიხურა გადაცემა ,,სამოთხის ვაშლები,,.

უარყოფითი – აღდგა გადაცემა ,,სამოთხის ვაშლები,,.

დადებითი – დამთავრდა მიტინგების ეპოქა ქვეყანაში.

უარყოფითი – გრძელდება მმკ–ს, ,,ჩოხოსნების,, და სხვა საეჭვო მსოფლმხედველობის ხალხის (თუ მაგათ აზრებს მსოფლმხედველობა შეიძლება დაერქვას) აზრის გათვალისწინება.

დადებითი – საბოლოოდ მოკვდა მონარქიის აღდგენის უტოპიურ იდეაზე ოცნება.

უარყოფითი – მონარქიის აღდგენის იდეა მოკლა შორენა ბეგაშვილის ძუძუებმა და არა პოლიტიკური ძალების პრინციპულმა პოზიციამ….

გაგრძელება იხილეთ აქ>>> demo.ge



0 comment(s) to... “ძუძუები, ინტეგრაცია, ტრაქტორიზაცია”