გამოშტერება
Posted 12:51 PM by Nina in თემები tavisufleba.org, მალხაზ ხარბედია, მედია, პოლიტიკა, ტელევიზია, ფსიქოლოგიაავტორი მალხაზ ხარბედია
ორიოდე თვის წინ ჩვენს ჟურნალში, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში” ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ერთი ძალიან ჭკვიანური ტექსტი დავბეჭდეთ –“ნულოვანი მედია – ანუ რატომ არის უსაგნო ტელევიზიის მიმართ გამოთქმული ყოველგვარი საყვედური”. მაშინვე გადავწყვიტე ამ პუბლიკაციისთვის ცალკე გამოხმაურება მიმეძღვნა, მაგრამ სამმა თვემ ისე გაიარა, ვერაფრით მოვაბი თავი, სანამ ტელეკომპანია “იმედმა” სრულიად უიმედო არ გახადა ჩემი ისედაც მძიმე შეხედულებები ქართულ სატელევიზიო მედიაზე.
სტატიაში ძალზე ზუსტად არის განსაზღვრული მედიის კრიტიკოსების ძირითადი არგუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი გამოსავლის ნაცვლად, უფრო რაღაც მისტიკურ გამოცდილებას გვთავაზობს, მაინც მგონია, რომ ენცენსბერგერის მოსაზრებებში კიდევ ერთხელ გავლა-გასეირნება ძალიან სასარგებლო უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ტელე-მედიას ვაკრიტიკებთ და ნერვებს ვიწყვიტავთ ჩვენი პროდუქციის შემხედვარე.
წესით, მე არც არაფერზე უნდა ვიწყვიტავდე ნერვებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ (ორიოდე არხის გამოკლებით, ისიც ძილისპირულად), მაგრამ გვერდითა ოთახის ტელევიზორს რა ვუყოთ, რომელიც მთელი საღამო ჩართულია და ჩემს ქვეცნობიერში ლექავს სიბრიყვეებს, ტყუილებს, საინფორმაციო ვირუსებს? როგორც ბოლო წლებში დავრწმუნდი, მეორე ოთახიდან შემოსული საინფორმაციოს ხმები სამზარეულოში დარჩენილი დამწვარი ტაფის სუნზე უარესია, ძალიან ძნელად გადის და მას არათუ ფანჯრების გაღება და ოთახის განიავება, ყველაზე მედგარი კრიტიკაც კი ვერ ეწინააღმდეგება. ერთი მარტივი მიზეზის გამო, არც კი იცი, რა უნდა აკრიტიკო.
მოდით, ჯერ გავერკვეთ, ამგვარი კრიტიკოსების რამდენი კატეგორია არსებობს ბუნებაში ენცენსბერგერის მიხედვით. იგი მათ თეზისების მიხედვით ჰყოფს.
პირველი მანიპულაციის თეზისია, რომლის სამიზნეცაა ის იდეოლოგიური დატვირთვა, მედიებს რომ მიეწერება და რომელიც მასში უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ბატონობის ინსტრუმენტს ხედავს. ამ იდეოლოგიურ დატვირთვაში “პირდაპირი აგიტაციის ადგილს იჭერს ძნელად გასაშიფრი ცდუნება; ტელევიზიის უჩინარი მესვეურები ისე გადაიბირებენ ხოლმე გულუბრყვილო მომხმარებლს, რომ საბრალო ვერც კი ხვდება, რა დაემართა”.
მეორეა იმიტაციის თეზისი, სადაც კრიტიკოსები მორალურ არგუმენტაციებს იძლევიან. მათთვის მედიის მოხმარებას თან სდევს პირველ რიგში, ტრადიციებთან დაკავშირებული საფრთხეები. “ამის სუბიექტური შედეგი იქნება დაჩლუნგებული, გაუხეშებული და დამყაყებული ინდივიდი, ობიექტური კი – სოციალური ღირებულებების მოშლა და საყოველთაო მორალური დეგრადაცია.”
მესამე, ყველაზე თანამედროვე თესიზია სიმულაციის თეზისი, რომლის თანახმადაც, ტელევიზია მაყურებელს ართმევს სინამდვილესა და ფიქციას შორის განსხვავების პოვნის უნარს. მესამე „თეზისის შემდგომი ვერსია, რომელიც ხანდახან პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ამ დამოკიდებულებას ყირაზე აყენებს და ამტკიცებს, რომ სინამდვილესა და სიმულაციას შორის განსხვავებამ უკვე აზრი დაკარგა არსებული საზოგადოებრივი კავშირების პირობებში.”
და ბოლოს, მეოთხე, დაშტერების თეზისი, სადაც…
იხილეთ სრულიდში>> www.tavisupleba.org