სამეფო კარის ინტრიგები

Posted 1:55 PM by Nina in თემები , , ,

wedding

Posted by vasasi

დიდი ბრიტანეთი კონსერვატორული ქვეყანაა, სადაც ტრადიციებით ცხოვრობენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და შედეგს მთელი მსოფლიო ხედავს. დედამიწაზე არავის ჰყავს უფრო ცნობილი სამეფო კარი, ვიდრე ბრიტანეთს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ფიქტიური მონარქიული მმართველობა ზოგიერთისათვის მისაბაძი მაგალითია.

ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რომ დედამიწაზე მათზე უფრო ღირსეული და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა არსებობს, რომლის მკვიდრთა საკმაოდ დიდი ნაწილი არა აწმყოთი ან მომავლით, არამედ - წარსულით ცხოვრობს. ამ ქვეყნის ცისფერსისხლიანები ერთ სექტაში გაერთიანებულან და მონარქიის აღდგენა დაუსახავთ ცხოვრების ამოცანად. მათი მსჯელობა იმდენად სერიოზულია, რომ ხშირად ვფიქრობ, ღმერთი მათი დაბადებისას საუკუნეებში ხომ არ შეცდა.

ქართულ თავადაზნაურობაში იმდენად დიდია მათი გვარის კუთვნილი მიწების დბრუნების სურვილი, სამეფო კარზე მოღვაწეობა და ბალ-მასკარადები, რომ რომდენიმეწლიანი მძიმე შრომის შედეგად, 2009 წლის 8 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში ორი სხვადასხვა შტოს ბაგრატიონის  - დავითისა და ანა გრუზინსკის ჯვრისწერა შედგა. ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნების სამეგო კარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დედოფლის კაბზე ესპანელებმა იზრუნეს, გრანდიოზულ ქორწილზე კი - ქართველმა ბიზნესმენებმა.

ჩვენი ცისფერსისხლიანები ცერემონიალს თვალზე ცრემლმომდგარნი ადევნებდნენ თვალს და ღმერთს მადლობას სწირავდნენ იმისათვის, რომ მათმა განწირულმა სულისკვეთებამ ცუდად არ ჩაიარა. თუმცა, ვაგლახ, რომ ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა: მეფე-დედოფალმა ერთად მთელი თვეც ვერ გაძლო. მიზეზი ტრადიციული სამკუთხედიცაღმოჩნდა. თავადაზნაურებისათვის მეტად შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ მეფემ დედოფალი გლეხის ქალზე გაცვალა.

ქართველი თავადების მცდელობა სრული კრახით დასრულდა. არათუ წმინდა სისხლის პრინცი, სამეფო ოჯახიც კი არ შერჩათ ხელთ…

იხილეთ ვრცლად>>>



0 comment(s) to... “სამეფო კარის ინტრიგები”