ფოტოისტორია: რას ჭამს მსოფლიო?

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , , ,

051

Bookmark and Share
 
 

შარშან, აქციებზე ფოტოებს რომ ვიღებდი, აქ ვაქვეყნებდი. უკვე დიდი ხანია მსურს მსგავსი რამ კვლავ გავაკეთო.  მიზეზთა გამო, ჯერჯერობით საკუთარი  ნამუშევრის შემოთავაზება არ შემიძლია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად სხვისი გადაღებული ფოტოები გამოვაქვეყნო.  ფოტოისტორიას ჰქვია “რას სჭამს მსოფლიო”მომზადებულია ჩემი ფავორიტი ჟურნალის, “ტაიმის” მიერ.

1. უკიტების ოჯახი ქ. კოდაირადან, იაპონია. კვირაში ჭამენ $317-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საკვებია: საშიმი, ხილი, ნამცხვარი და კარტოფილის ჩიფსები

01

 

2.მანცოების ოჯახი, სიცილია, იტალია. კვირაში ჭამენ $260-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელია: თევზი, საწებელი რაგუთი, ჰოთ დოგები და გაყინული თევზის ჩხირები

02

 

3.აბუბაქრების ოჯახი, ბრეიდჯინგი, ჩადის რესპუბლიკა. კვირაში ჭამენ $1.23 ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: წვნიანი ცხვრის ახალ ხორცთან ერთად.

03

 

4.ალ ჰაგანის ოჯახი, ქუვეითი. კვირაში ჭამენ $322-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: შემწვარი წიწილი ბრინჯით.

04

 

5.რევისების ოჯახი, სამხრეთ კაროლინა, აშშ. კვირაში ჭამენ $341-ის ღირებულების საკვებს. საყვარელი საჭმელი: სპაგეტი, კარტოფილი და ჩინური რეცეპტით მომზადებული ქათამი

051 (1)

დანარჩენი იხილეთ აქ>>>

 

http://freelandia.wordpress.com/



0 comment(s) to... “ფოტოისტორია: რას ჭამს მსოფლიო?”