კოკტეილი OAXACA OLD-FASHIONED

Posted 5:00 PM by anano in თემები , ,

     

 

from – vinoge.com

Bookmark and Share

 

შემადგენლობა:

45 გრამი ტეკილა;

30 გრამი მესკალი (მექსიკური არაყი);

1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი;

მცირეოდენი ანგოსტურა (მომწარო ალკოჰოლური სასმელი);

2 სმ-ის სიგანის ფორთოხლის ნაჭერი (კანიც და გულიც);

მომზადების წესი:

ჩაასხით სითხე კოქტეილის ჭურჭელში და დააყარეთ სავსე პეშვი ყინული. ურიეთ მანამ, სანამ კარგად არ გაგრილდება. შემდეგ გადაწურეთ ყინულით სავსე ჭიქაში. ერთ ხელში ასანთის ღერი დაიკავეთ, მეორეში – ფორთოხლის ნაჭერი. ფორთოხალს სწრაფად მოუჭირეთ ხელი, ასანთი კი სითხიდან ერთი სანტიმეტრის მოშორებით გააჩერეთ. როცა კოქტეილს ნაპერწკალი გაუჩნდება, ასანთი გადააგდეთ, ფორთოხალი კი სასმელში ჩაუშვით.

წყარო

http://vinoge.com/



0 comment(s) to... “კოკტეილი OAXACA OLD-FASHIONED”