MSI GX640 & GX 740 Notebook

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

  

 

ავტორი - DEVI

Bookmark and Share
 

კომპანია Micro-Star International (MSI)-მა გადაწყვიტა გაეხარებინა ვირტუალური
ბატალიების მოყვარული გეიმერები – ახალი, პორტატული კომპიტერების GX640-ის
და GX740-ის მოდელების წარდგენით, რომლებიც შეავსებენ ფირმულ Gaming Series
პროდუქტებს.

 

ორივე დებიუტანტის დიზაინი შემოიფარგლება თხელი, მტკიცე წითელი ფერის მქონე
ბუდეთი – აღჭურვილი თხევადკრისტალური ეკრანით, გაფართოებით 1680 x 1050 პიქსელი
და დიაგონალით 15.4 დიუმი MSI GX640-ის შემთხვევაში, ხოლო MSI GX740-ისთვის
17 დიუმი. ეს უკანასკნელი მიიღებს Core i7-720QM პროცესორს, მისი წინამორბედი კი
Intel Core i5-430M-ს. გრაფიკაზე პასუხს აგებს ATI Mobility Radeon HD 5850 მოდელი,
უმცროსი მოდელისთვის, ხოლო უფროსისთვის ATI Mobility Radeon HD 5870.

 

 

რაც შეეხება დეტალურ ტექნიკურ მახასიათებლებს: ისინი იმუშავებენ
Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე, შემდეგ კონფიგურაციაზე დაყრდნობით:

  • 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება;
  • ხისტი დისკი 500 ან 640 გბ;
  • ოპტიკური ჩამწერი DVD ან Blu-ray;
  • ინტეგრირებული 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა;
  • ინტეგრირებული მეხსიერების წამკითხავი 4-in-1;
  • ქსელური მაკავშირებელი Gigabit Ethernet;
  • უკაბელო ქსელის ადაფტერი Wi-Fi;
  • Bluetooth 2.0 მოდული;
  • 9-ელემენტიანი მკვებავი.

მოცემულ ნოუთბუექებს, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, რაც შეეხება
ფასს: MSI GX640 ეღირება 1050 €, ხოლო MSI GX740 - 1100 €.

წყარო

 

http://pcmania.ge/



0 comment(s) to... “MSI GX640 & GX 740 Notebook”