ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა)

Posted 7:00 PM by Nina in თემები , ,

gyl0vogp4qt50v8t0rs1

Bookmark and Share
 
ავტორი: Leonsio
 

დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.

სანამ ადამიანს გაიცნობ ყოველთვის ცდილობ წინასწარ განჭვრიტო როგორი ხასიათის და ბუნების ადამიანია, სანდოა თუ არა და ა.შ. ზუსტად ამ დროს  შეიძლება მისმა ჩაცმულობამ და ტანსაცმლის ფერებმა “გაყიდოს” და მასზე ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მოგაპოვებინოთ, თუმცა შეიძლება სულ სხვა ინფორმაციის მატარებელიც აღმოჩნდეს მისი სამოსი, აქ უკვე ის ცოდნაა საჭირო რომელიც მე ჯერ ბოლომდე და სრულად არ შემიძენია, ალბათ იმიტომ რომ მზგავსი რამის ცოდნას, ცხოვრებისეული გამოცდილება და ფსიქოლოგიის საფუძვლიანი სწავლა უნდა! როგორც უკვე ვთქვი  ჩემი გამოცდილება და ცოდნა ამ საკითხთან მიმართებაში არც თუ ისე დიდია, ამიტომ  მინდა რომ  მოკლედ და ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე რასაც ფერების ფსიქოლოგია ჰქვია.

საერთოდ როდესაც ვუყურებთ ადამიანის ჩაცმულობას პირველრიგში აღვიქვავთ ტანისამოსის ფერებს: ქუდის, მაისურის, ქურთუკის, შარვლის, კაბის და ა.შ. ძირთადად ფერები გვეუბნებიან ამ ადამიანებზე, მათ ხასიათებზე კარგს ან ცუდს. მოდით დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ფერების ეგრეწოდებულ ერთ-ერთ ტაბულას რომელიც ბევრ თქვენგანს ალბათ გამოადგება…

გაგრძელება იხილეთ აქ>>>  leonsio.ge



0 comment(s) to... “ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა)”