ინტერვიუ სიყვარულთან

Posted 5:00 PM by Nina in თემები , ,

love1

Bookmark and Share
 
ავტორი: Leonsio
 

მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე.

Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?

სიყვარული: რას ამბობ… პირიქით ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება ცხოვრებაში პირველად (სხვა შემთხვევა არ მახსენდება) ჩავწერო ინტერვიუ და ამისთვის დიდი ამდლობა შენ! რაც შეეხება იმას თუ როგორ ვარ, გეტყვი რომ ისევ ძველებურად, რათქმაუნდა არის გარკვეული სიახლეები რომანტიკის, პაემნების და დაოჯახების სფეროებში, როგორც კარგი ისე ცუდიც, მაგრამ ძირითადათ პატარ-პატარა სიახლეებზე საუბარი, თუმცა ვისთვის როგორ (იცინის). სხვათაშორის იმდღეს ერთი საინტერესო და სახალისო სიახლე შეემატა ჩემს ცნობიერებას, მოკლედ ეს კვირის პალიტრის პაემნები ხალხს სულ გადარევს რა… (იცინის) ხოდა ერთ-ერთ ასეთ პაემანზე ვხედავ რომ  ტრადიციულად რუსთაველის მეტროსთან ბიჭი გოგოს ხვდება, თითქოს ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, მაგრამ კარგად დავაკვირდი და დავინახე რომ ბიჭს სახეზე ბაყაყის ნიღაბი ეკეთა გოგოს კი პრინცესის და ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბიჭს ხელში დამატებით ეჭირა უფლისწულის ნიღაბი, თავიდან ვიფიქრე რომ “მასკარადზე” მიდიოდნენ მაგრამ მთელიდღის თვალთვალის შემდეგ ვნახე რომ მზგავსი არც არაფერი ჰქონდათ ჩაფიქრებული, პირადათ მე კი ამ ყველაფერმა ძალიან ჩამაფიქრა… ბოლოს უფრო საოცარი რამ მოხდა, თუ არ ვცდები “ალექსანდროვის ბაღში” გოგომ და ბიჭმა ისე რომ ნიღბები არ მოუხსნიათ ერთმანეთს აკოცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ბიჭმა მოიხსნა ბაყაყის ნიღაბი, ვიფიქრე გვეშველამეთქი მაგრამ ნურასუკაცრავად იმწამსვე იშიშვლა უფლისწულის და ისევ გაიკეთა სახეზე. მოკლედ როგორც ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ეს ორი ახალგაზრდა კვირის პალიტრის მეშვეობით შეხვდენენ ერთმანეთს, სადაც ბიჭმა წაიკითხა გოგოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, გოგო წერდა: გავიცნობ  ნებისმიერი გარეგნობის ბიჭს 20-დან 25 წლამდე, რომანტიული დღის გასატარებლად. აუცილებელია ბიჭმა თან იქონიოს სახეზე მწვანე ბაყაყის ნიღაბი და დამატებით უფლისწულის! მე კი მიცნობს იმით რომ სახეზე მეკეთება პრინცესას ნიღაბი. შეხვედრის ადგილი რუსთაველის მეტრო 12:00 საათი. ამ ამბის მერე იმდენი ვიცინე რომ 300 000 000 წლის სიცოცხლე მომემატა (იცინის).

Leonsio: საოცარი და  ამავდროულად ძალიან მხიარული ამბავი იყო … მოდით ახლა ვისაუბროთ ვალენტინობაზე, დღესასწაულზე რომელსაც თითქმის მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. საინტერესოა როგორ ხვდებით ამ დღეს თქვენ? როგორი ისტორია აქვს და რა ტრადიციის მატარებელია საერთოდ ეს დღე?  როგორც მსმენია საზოგადოებაში ამ დღესთან დაკავშირებით დიდი მითქმა–მოთქმაა, ზოგს ჯერა წმინდა ვალენტინის არსებობის, რომელიც ვინმე ბერი ყოფილა ეკლესიიდან განკვეთილი, ზოგი კი ამტკიცებს რომ ამერიკელების მიერ მოგონილი დღეა კომერციის გასაჩაღებლად და მერე ხალხის ატაცებულიო. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს და რამდენიმე მათგანს განახებთ, რომლებიც სხვადასხვა საიტებზე ამოვიკითხე…

იხილეთ ვრცლად>>>

http://leonsio.ge/



0 comment(s) to... “ინტერვიუ სიყვარულთან”