უკბინე ჯინს!

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , ,

gnaw

Bookmark and Share
 

ავტორი:ანკა კალანდაძე

ღამე ისე მოფრინდა დღესთან, როგორც ფუტკარი ყვავილთან. მე ჩინური მაღაზიიდან გამოვედი. ახლად შეძენილი, მომცრო ზომის ქოლგა გავშალე. ქოლგა შავი იყო, თავის ქალების გამოსახულებით, როგორც მეკობრეების დროშა, ან როგორც რენტგენის სურათი. პირბადე გავიკეთე და მკრთალად განათებულ ქუჩაში გავედი. ცხადად დავინახე, როგორ დავარდა მაგიდის ზედაპირზე დამა ყვავი. ის კარტი მე ვიყავი. ილუზიონისტის ხელიდან - პირდაპირ ამ სველ ქუჩაში მოხვედრილი.  
წვიმას თოვლი შეერია. ვიფიქრე, ალბათ სიკვდილისთვის საუკეთესო მომენტი ასეთი იქნებოდა, გაჩერებულიყავი ლამპიონის ქვეშ და აგეხედა ზემოთ. ზუსტად 30 წამში კი მოსულიყო ვამპირი და ყელში ჩაგფრენოდა. თანდათან დაიცლებოდი სისხლისგან და სინათლისგან. 
გზა გადავჭერი და მეტროში ჩავედი. ბაქანზე მარტო ვიდექი. მატარებელი უზარმაზარი გველივით გაჩერდა ჩემს წინ. ვაგონი ცარიელი იყო. შევედი თუ არა, დაიძრა. ვარჩევდი ადგილს და ბოლოს კუთხეში მივიყუჟე. ვიფიქრე, რომ შეიძლება ამ მატარებლის სული ვარ. მატარებელი დაიბადა და მე მასში შევედი. მომავალ გაჩერებამდე. გვირაბი კი დილეგივით არის. მასში შლიგინით ჩამწყვდეული მატარებლისთვის დრო იწელება.
ისევ გავჩერდით. ვაგონში ახლა მთვრალი ბიჭი შემოვიდა, მორიგი გზააბნეული სული. მან მიიხედ - მოიხედა და ბარბაცით იქით წამოვიდა, საითაც მე ვიყავი. „კარები იკეტება, შემდეგი სადგური...“ ხმა გაიწელა და სადგურის სახელი ვერ გავიგე. ბიჭი პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. თავი ჩაღუნა. მეტრო მიქროდა. ისევე გავაგრძელე ფიქრი, როგორ ამოუვიდოდა მეტროს სული, ჩემი სახით. მერე რამდენიმე წამით ისევ გაჩერდებოდა და სხვა სულებს მიიღებდა. მე კი სხვა სახით უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ექსკავატორით ავიდოდი ცივ და უკუნ სივრცეში. შემდეგ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. და ცხადად დავინახე, როგორ დავარდა მაგიდაზე დამა გული და ეს კარტი უკვე მე არ ვიყავი.
ყურადღება მთვრალი ბიჭის ფეხსაცმელზე გადავიტანე. შავი, წვეტიანი, "ლაკის" ფეხსაცმელი, ცისფერი ჯინსი და ტყავის ქურთუკი ეცვა. მგონი ჩაეძინა. ჩამოშლილი შავი თმა სახეს უფარავდა... ლამაზია ტიპია - გავიფიქრე, მაგრამ სოფლელი. თითქოს ჩემი ფიქრი გაიგო, უცბად ამომხედა. მომაშტერდა და თვალი აღარ მოუშორებია. ისე მაკვირდებოდა, თითქოს სარკე ვყოფილიყავი. მატარებელი კი მიგრიხინობდა. 
მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. ვერ მივხვდი რის გაკეთებას აპირებდა. შარვალი გაიხსნა, ერეგირებული, უზარმაზარი, დაძარღვული ფალოსი ამოიღო... უცბად ჩემთან მოიჭრა და სანამ რაიმეს გაკეთებას მოვასწრებდი. პირდაპირ სახეში მატაკა, პირბადეზე, იმ ადგილას, სადაც წესით ტუჩები უნდა მქონოდა. მას პირბადის გახევა უნდოდა, ჩემი თავი ჩაებღუჯა და მთელი ტანით მაწვებოდა…

იხილეთ ვრცლად>>>



0 comment(s) to... “უკბინე ჯინს!”