ავტორი:ჩარლზ ბუკოვსკი
მთარგმნელი: თინა აგნუსი
თერთმეტი წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები, ჰესი და მორგანი კი თორმეტისა.ზაფხული იყო, სკოლაში აღარ დავდიოდით. სამივენი მამაჩემის გარაჟის უკან,ბალახზე ვისხედით. მზიანი ამინდი იყო. სიგარეტს ვეწეოდით.
- დამპალი! - ვთქვი მე.
ხის ქვეშ ვიჯექი. ჰესი და მორგანი კი გარაჟისკენ ზურგით.
- რა მოხდა? - შემეკითხა მორგანი.
- დედას ვუტირებთ მაგ ბოზიშვილს! - ვთქვი მე. - არცხვენს ჩვენს უბანს.
- ვინ? - იკითხა ჰესმა.
- სიმფსონი - მივუგე მე.
- ჰო! - თქვა ჰესმა - რა ჭორფლიანია, მაგრად მაღიზიანებს.
- მაგიტომ არა - ვთქვი მე.
- მაგ ბოზიშვილმა ქვეყანას მოსდო თუ როგორ გაჟიმა გოგო გასულ კვირას ჩემისახლის ქვეშ. ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ სიცრუეა! - ვთქვი მე.
- ნუთუ? - წარმოთქვა მორგანმა
- დასაჯერებელია - თქვა ჰესმა.
- რის თავი აქვს, განა შეუძლია ვინმე იხმაროს? - თქვა მორგანმა.
- ეგ ჩათლახი ტყუის - ვთქვი მე.
- სიაფანდები არ მევასება - თქვა ჰესმა და პირიდან თამბაქოს ბოლის რგოლებიგამოუშვა.
- გულს მირევს ასეთი სიდამპლის მოსმენა მაგ ჭორფლიანი ბიჭისგან. - თქვამორგანმა.
- აუცილებლად ხელში უნდა ჩავიგდოთ - შევთავაზე მე.
- რატომაც არა! - წამოიძახა ჰესმა.
- ვინც არა - თქვა მორგანმა.
დავადექით გზას სიმფსონის სახლისაკენ და იმ დროს მივადექით, როცა იგიგარაჟის კარებს ბურთს ურტყამდა…
გაგრძელება იხილეთ აქ>>> demo.ge