ავტომფლობელები ბენზინის გაიაფებას მოითხოვენ

Posted 3:18 PM by Nina in თემები , ,

1D146562-F332-4F85-A60A-9857006FA524_mw270_s

ავტორი კახა მჭედლიძე

თბილისში თანდათან ძალას იკრებს ავტომოყვარულების საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ინტერნეტდისკუსიიდან დაიწყო და რომლის მთავარი მოთხოვნაცაა ავტომობილის საწვავის გაიაფება. ინტერნეტის სოციალურ ქსელებში სამი ათასამდე ავტომფლობელი ბენზინის სიძვირემ გააერთიანა და ამ გაერთიანებამ, უკვე მეორედ უქმე დღეებში, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.
შაბათ დღეს, უკვე მეორედ, თბილისის ქუჩები ავტომობილების უწყვეტი სიგნალის ხმამ გააყრუა.
აქციის მონაწილენი ამ ფორმით აპროტესტებენ საქართველოში ავტომობილის საწვავზე არსებულ ფასებს, რომელიც ცოტათი თუ ჩამოუვარდება 2008 წლის ზაფხულში მოქმედ ტარიფებს. მაშინ ნავთობის ფასი, დღევანდელთან შედარებით, ორჯერ მაღალი იყო. ინტერნეტის ვირტუალურ სივრცეში გაერთიანებული მძღოლები რეალურ სამყაროში საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და მუხტის

გასაღვივებლად ავტომობილის მფლობელებს პროკლამაციებს ურიგებენ. საპროტესტო მოძრაობის სიმბოლიკაა შუბლზე მიბჯენილი პისტოლეტი, რომელიც რეზინის მილით დაკავშირებულია ბენზინგასამართ სადგურთნ. ამ სიმბოლიკის ავტორთა აზრით, მათ შორისაა ბექა კემულარია, საწვავის ღირებულება დღეს არსებულზე 50 თეთრით ნაკლები უნდა იყოს:
„ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს, ხარისხს და იმას, რაოდენობაში რომ გვატყუებენ. ლარი და 26 თეთრი უნდა ღირდეს დღესდღეობით საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი.”
ანალოგიური პოზიცია აქვთ ავტომფლობელთა საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებსაც. მათ მიერ საწვავის ღირებულების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია
forum.ge (ფორუმ ჯი-ის) ვებგვერდზე.

იხილეთ ვრცლად>>>  www.tavisupleba.org



0 comment(s) to... “ავტომფლობელები ბენზინის გაიაფებას მოითხოვენ”