ქეთინო შარმელშეიხში!

Posted 3:00 PM by Nina in თემები , ,

umbrella

Bookmark and Share
 
ავტორი: qetinodeida
 

ერთხელ, გავიხედოთ და, უშანგის ტრაკშარა ცოლი მეძახის, ამო კოფე მოვადუღე და დავლიოთო. გულმა რეჩხი კი მიყო, ეგ ტყუილად არ დამიძახებდა, მაგრამ ამოვიჩარე იღლიაში ორჯერ დასკოჩილი ჩერი ბონბონერი და ავედი. ათუხთუხებს კოფეს და ეშმაკური თვალებით მიყურებს. ვეუბნები, რა მოხდა, რა დაგმართნიაო. ჰოდა, მეუბნება, მეო და ჩემი უშანგიო ხვალ–ზეგ შარმელშეიხში მივდივართ თაფლობის თვე უნდა მოვიწყოთო. თაფლი და ჭირი თქვენ მეთქი, გავივლე გულში, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გაფაციცებით ჩავინიშნე როგორ და რანაირად მიფრინავდნენ და რამდენი დაუჯდათ ეს პაესტკა.

ჩამოვვარდი მერე სახლში, გამოვაძრე ბებიაჩემის ნაქონი ჩოთქი, გავწიე და გამოვწიე, დავთვალე, მერე მუთაქას მოვურღვიე პირი, ჩემი გადანაკუჭი ლარიანები ამოვაცოცე და კმაყოფილმა და ბედნიერმა ჩემი პირველი ქმრის ფოტოს შევხედე, რას მოესწრო საცოდავი, ამისი ცოლი!

იმ ღამესვე გადმოვიღე ჩემი დიდი ჩუმუდანი ჩავალაგე ჩემი ახალუხლები, თურქეთიდან ჩამოტანილი ახალი დვოიკაც ჩავტენე, გაუხსნელი კბილის ჯაგრისიც ჩავდე. მეორე დღეს სააგენტოში მივედი, ყველაზე იაფში სადაც გამოვიდოდი, კონვერტში ჩადებული თანხა თავზე სამჯერ შემოვიტარე და პუწიოვკაში გადავიხადე. მართალია ჩემი კოლიცო ლომბარდში გავისტუმრე, მაგრამ არა ბიჭო უშანგის ტრაკშარა ცოლს ვალაპარაკებდი, ქეთინო ზაფხულობით ბაღდადში ისვენებსო!

თვითმფრინავში ჩემი ადგილი არ მომეწონა, მძღოლის გვერდით მინდოდა ჯდომა ფანჯარასთან, ის იყო ერთი ფეხი ერთ ილუმინატორს მივადგი, მეორე _ მეორეს, მაგრამ მომვარდა ერთი სტიუარდესა და ჩამომსვა. არა მეთქი ქეთინო, არ გაგივა აქ შენებური თქო, შევუძახე თავს და დავმშვიდდი. სამაგიეროდ იმ გოგოს ქუდი წავართვი, მე უფრო მიხდება მეთქი დავამშვიდე. ლანჩის დრო მალე მოვიდა. მომიტანეს რაღაცა მაიმუნობა კრევეტები, ამოავლე ამ სოუსში და ჭამე შენი ხმა არ გავიგოო. ეს კი არ მომეწონა და ცხელი კერძი მოვითხოვე. ქეთინოს წინ რა დაუდგებოდა და მომართვეს.

სასტუმროს ნომერში ჩვეულებრივი საწოლი დამახვედრეს, არც ეგ მესიამოვნა. ერთი კი გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ მერე არაბული ტახტი მოვითხოვე, მე მაგაზე ნაკლებზე არ დავწვები მეთქი, გამოვუცხადე. გადახედეს ერთმანეთს შავშავმა არაბებმა, გადაუბურტყუნეს რაღაც ერთმანეთს და გაცქვრნენ. ორ წუთში შემოაჩოჩეს არაბული ტახტი. მერე დიდ ხანს იდგნენ და თითებით რაღაცას მანიშნებდნენ, მე ჟუაჩკა და ქაღალდის სალფეტკი მივეცი (თვითმფრინავში ლანჩის მერე სველი სალფეტკი მოგვცეს, ძაან კი დამენანა, ეგრე რომ მივეცი, მაგრამ აბა აღარ მეშვებოდნენ) და დამანებეს თავი.

brelli-umbrella-2

 

ჰოდა, გავიხედოთ და უშანგის ტრაკშარა ცოლმა ჭყიტა თვალები, გვერდით რომ წამოვუკოსდი შარმელშეიხის პლაჟზე კოპლებიან ზედა–ქვედა კუპალნიკში გამოპოწოლიკებული!  ჩავარჭე ჩემი გამჭვირვალე ქოლგა პლაჟზე და გადავშალე ჟურნალი “თბილისელები”. თავშენახული ქალი ვარ და ორი ნომერი ვიყიდე ერთი ძველი ერთი ახალი და ერთიც ჟურნალი “კარუსელი”, კროსვორდებს შევავსებ მეთქი ვიფიქრე.

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://theqetino.wordpress.com/



0 comment(s) to... “ქეთინო შარმელშეიხში!”