3D-ის ძალა ქუჩაში

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , ,

street-art_best_lx_0063

ავტორი: zurriuss

Bookmark and Share
 

3 განზომილება ეს ის ძალაა, რომელიც თვალს ახალი ხრიკებით ატყუებს და “დასწრების ეფექტს” აძლიერებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, მნახველმა არა მხოლოდ იხილოს ნამუშევარი, არამედ “აღმოჩნეს” მასში.

რამდენიმე დღის წინ მხატვარ ჯულიან ბივერის ნახატებს გადავაწყდი და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. თავიდან კაიფი და ღადაობა მეგონა, მერე კომპიუტერით გაკეთებული სისულელეები, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი მის სინამდვილეში, გამოვშტეეეეეეერდი :O

სტილი, რომლის დამკვიდრება ინგლისელმა მხატვარმა 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზე–დამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯულიან ბივერმა კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ტექნიკა: ჯულიან ბივრი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ჯულიანს ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს…

julian_beever_r_470x353

street-art_best_lx_0063

 06-hell

 ballantines

 frog

 julian-beever12

 stilllifearrang

 street-art_best_lx_0022

სრულიადში იხილე აქ >> >>  zurriuss.wordpress.com



0 comment(s) to... “3D-ის ძალა ქუჩაში”