Tom Waits/ტომ უეითსი
Posted 1:00 PM by anano in თემები Biography, Blues, Jazz, levo-jgerenaia, მუსიკა
ავტორი - ლევან ჯგერენაია
ტომას ალან “ტომ” უეითსი დაიბადა 1949 წლის 7 დეკემბერს, ‘Park Avenues” -ს ჰოსპიტალში.პონომაში,კალიფორნია,მისი მშობლები: Jesse Frank Waits და Alma Johnson McMurray,ორივე სკოლის მასწალბელი იყო.მას შემდეგ,რაც მშობლები გაშორდნენ ერთმანეთშ 1960 წელს,ტომი დედასთან ცხპოვრობდა Whittier-ში (ლოს ანჟელესის ქალაქი,კალიფორნია),შემდგე კი გადავიდნენ მშობლიურ ქალაქში,სან დიეგოში,მექსიკა-ამერიკის საზღვრის მახლობლად.ტომას,ადრიდანვე აღმოაჩნდა მუსიკის ნიჭი და თავისით იწსავლა პიაინოზე დაკვრა,პიანინოს უქონლობის გამო მას მეზობლის სახლში უწევდა ხოლმე დაკვრა და იქ ვარჯიშობდა.ის ხშირად სტუმრობდა მამას,მექსიკაში,სწორედ მისგან ისწავლა ესპანური ენა.
1965 წელს, სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში,ამავე დროს უკრავდა R&B/Soul ჯგუფში,რომელსაც ერქვა “The System” და ასევე პირველად დაიწყო მუშაობა “Napoleone Pizza House”-ში
ტომი არის,სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და მსახიობი. მას აქვს ორიგინალური ვოკალი, რომელიც ერთმა კრიტიკოსმა შეადარა, “ვისკიში ამოვლებული, მეთუთუნის მაღაზიაში რამდენიმე თვის ჩამოკიდებული, შემდეგ კი მანქანით გადავლილი ადამიანის ვოკალს”.მისი მუსიკისადმი სიყვარული,წლების განმავლობაში გადაიზარდა ნამდვილ,მუსიკალურ კულტში.უეითსის მუსიკალური საქმიანობა იყო: ექსპერიმენტული მუსიკა,როკ მუსიკა,ბლუზი,ჯაზი,ხალხური მუსიკა.მოღვაწოებს შემდეგ ჟანრებში:პროგრესიული როკი,არტ როკი და ფოლკ როკი.იგი ასევე არის, ფილმებისა და სპექტაკლების კომპოზიტორი,ამავე დროს,მათში ითამაშე რამდენიმე როლი, (მაგ: ბრემ სტოკერის “დრაკულა”-ს ეკრანიზაციაში).
უეითსმა 1972 წელს ხელი მოაწერა ხმისჩამწერ სტუდიასთან თანამშომლობას და გამოვიდა მისი პირველი ჩანაწერი,ჯაზ,ფოლკ-ის ნარევი – “Closing Time” (1973 წელი).
1975 წელს ტომი გადავიდა ტროპიკანაში,სანტა მონიკაში,სადაც გამოუშვა ახალი ალბომი “Nighthawks at the Diner”.
1980 წლის აგვისტოს ტომი დაქორწინდა Kathleen Brennan-ზე,როცა ის მუშაობდა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმზე “One from the Heart”.უეითსი ყოველთვის აღიარებდა,რომ მისი მეუღლე დიდ გავლენას ახდენდა მის ალბომებზე.შემდეგ მან აღწერა თავისი ურთიერთობა მეუღლესთან,როგორც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი მუსიკალური კარიერის განვითარებაში.
1982 წელს იქნა ფილმში მიწვეული,მას შემდეგ,რაც ფილმა აღიარება მოიპოვა ტომმა მიიღო ოსკარი,ნომინაციისთვის “Original Song Score”.
თანამშრობლობა კოპოლასა და უეითს შორის,ტომს მისცა შანსი ეთამაშა მის სხვა ფილბებში,როგორიცაა: The Outsiders (1983), Rumble Fish (1983), and The Cotton Club (1984), და მთავარი როლი “Bram Stoker’s Dracula”-ში.
ის აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და 1983 წელს გამოუშვა ახალი ალბომი “Swordfishtrombones”.
უეითსი ატარებს ექპერმენტებს სხვადასხვა მუსიკალურ ხელსაწყოებში და 1985 წელს უშვებს ახალ ალბომს – “Rain Dogs”-ს,რომელმაც 1980 წლის,100 უდიდესი ალბომიდან მე-10 ადგილი დაიკავა როლინგ სტოუნზის მაღაზიაში,ხოლო 2003 წელს 397-ე ადგილი ყველა დროის საუკეთესო ალბომებში.
1987 წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი “Franks Wild Years”,1988 ისევ უშვებს ალბომს – “Big Time”,რომელიც ასევე გამოიყენეს კინოს საუნდთრეკად,რამდენიმე სიმღერა დაწერა მეოუღლესთან ერთად.
1990 წელს ტომი იყო დაკავებული ფილმების საუდთრეკებზე მუშაობით,ამავე დროს ქმნიდა ახალ მუსიკალურ პროექტს მსახიობებთან ერთად.პირველად ის აღმოჩნდა ჯგუფ “Primus”-ის ალბომში “Sailing the Seas of Cheese”,სიმღერაში “Tommy the Cat”,რომელმაც ტომი გამოიაჩინა და აღიარება მოუტანა ახალი,ალტერნატიული როკის სცენაზე.ამავე წელს ტომმა ჩაწერა დუეტი ბობ ფორესთთან (ჯგუფ Thelonious Monster-ის ვოკალისტი),რომლებმაც იმღერეს “Beautiful Mess”,ეს სიმღერა ბობმა სპეციალურად ტომოსთვის ამოიღო თავისი ჯგუფის ალბომიდან.
სწორედ ტომმა შეუწყო ხელი ჯაზის მიმდევარ ტედი ედვარდს გამოეშვა ახალი ალბომი – “Mississippi Lad” (Little Man” and “I’m Not Your Fool Anymore).ტედი დიდად კმაყოფილი იყო ტომის დახმარებით და მან განაცხადა: “ტომ უეითსი _ ისაა,ვინც მიიღო ჩემი კონტრაქტ,.ის შესანიშნავია,საუკეთესო ლირიკოსია ამერიკაში,ჯონი მერსერთან ერთად.მან სტუდიასთან ერთად ჩაწერა ალბომი “Mississippi Lad”,ესაა პირველი რომელიც მე გავაკეთე პოლიგრამისთვის,მან იმღერა ჩემ სიმღერათაგან ორი.არ აიღებს ფულს,მხოლოდ ეცდება დამაწინაუროს,ყველაფერს გააკეტებს რაც შეუძლია”.
1992 წელს გამოუშვა ახალი ალბომი “Bone Machine”.ამავე ალბომს მიენიჭა გრემი,საუკეთესო ალტერნატიული ალბომების კატეგორიაში.
http://levo-jgerenaia.blogspot.com/