ავტორი: Tiny
რა მნიშვნელობა აქვს რისი თქმა მინდოდა, მთავარია, რომ უფლება მქონდა
არტურ შოპენჰაუერი
ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, მაგრამ გუშინ “წითელი ზონის” თემამ დამაინტერესა და მოვკალათდი ტელევიზორთან.
“მთავრობა” ერქვა გადაცემას და მოწვეულები იყვნენ ე.წ. “ახალი თაობის პოლიტიკოსები”, ანუ ისინი, ვინც ასაკის გამო ნაკლებად არიან საბჭოთა მემკვიდრეობის მატარებლები. სტუმრები იყვნენ ბაკურ კვეზერელი და გოგა ხაჩიძე. გოგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება პოსტში..
მახსოვს, მინისტრად რომ დაინიშნა, ავტობუსებიდან მოყოლებული (ეს უკანასკნელი საუკეთესო ადგილია საზოგადოებრივი აზრის გასაცნობად :D ), უნივერსიტეტით დამთავრებული, ყველგან მესმოდა- “ეს ვინ დანიშნეს მინისტრად” , “მაგან რა უნდა გააკეთოს, მომღერალია” და ა.შ. მოკლედ, ყველას ახსოვს ჯგუფი “სახე”
(ვისაც არ ახსოვს, მათთვის ეს “ვაი ვიდეო”, უკეთესი ვერ ვიპოვნე, არადა ამ სიმღერაზე უუკარგესი კლიპი იყო გადაღებული
გარდა ამისა, შეიძლება ახსოვთ (მე არ მახსოვდა და გუშინ ძალიან ვიხალისე) გადაცემა “პარანოია” ტელეკომპანია “იბერვიზიაზე”:
პარანოიიდან კადრები,რაც ეთერში გავიდა იხილეთ ამ ლინკზე, ოღონდ რამდენიმე წამით ადრე არის ეს ლინკი, მაგრამ დაელოდეთ …
