სექსუალური რევოლუცია - how does is make u feel
Posted 2:00 PM by Nina in თემები Candy Says, ვიდეო, სექსიავტორი: Anuschka
პირველი სექსუალური რევოლუცია როდის მოხდა არ ვიცი - ალბათ, ძალიან ძალიან ადრე. ამგვარ რევოლუციებს ყოველთვის ყველაზე თავისუფალი ხალხი იწყებდა.(თავისუფალში აუცილებლად "კარგი" და "მისაბაძი" არ იგულისხმება). ყველაფერი იატაკქვეშეთში იწყებოდა, და მას მერე, რაც დაფარულის და გაპიარებული გარყვნილობის მიბაძვით ბევრი ადამიანი დაკავდებოდა, ყველაფერი მასირებულ ორგიაში იზრდებოდა. ამგვარი სცენარი კაცობრიობის ისტორიაში რამოდენიმეჯერ განმეორდა.
თუმცა, ყოველ მასირებულ ორგიას, აჟიტირებული მასის ეაკულაციის შემდეგ პოსტ-ორგაზმული ზიზღი ეუფლებოდა და ყოველივეს, რაც საკუთარ შეცდომებს ახსენებდა, ღრმად კეტავდა, ტაბუს ადებდა და რამოდენიმე ხნით ივიწყებდა.
ივიწყებდა - ანუ, ივიწყებდა გარეგნულად, მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა დღე და ღამე ისევ ახალ სექსუალურ რევოლუციისთვის აწყობდა გეგმებს. განსაკუთრებით თავისუფლები ამ ყველაფერს ისევ ხელახლა იწყებდნენ მიწისქვეშეთში და ასე უსასრულოდ.
ულტურულ წიაღსვლებს რომ თავი დავანებო, და ამ ამბების მხატვრობით ან კინემატოგრაფიული ნიმუშებით დადასტურებას შევეშვა, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა. ზოგადად, სისულელედ მიმაჩნია ყველაფერი, რაც მასობრივ სახეს იღებს. ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ, რომ ძალიან თავისუფალი და სექსუალური ნოვატორი ხართ - კარგად დაფიქრდით - მართლა გინდათ ეს თუ უბრალოდ მოდას აყევით??? უფრთხილდით პოსტორგაზმულ ზიზღებს, და ამ თემის ტაბუირებას საკუთარ თავში.
ზოგადად, კი ძალიან კარგი წიგნია ამ თემაზე - ელემენტარული ნაწილაკები (მიშელ უელბეკი), რომელსაც, თუ წაიკითხავთ მიხვდებით, რომ ამგვარ აჟიტირებას ადამიანები ფრუსტრაციამდე და პიროვნულ გათიშულობამდე მიჰყავს.
ასევე, must read წიგნებია…>>>
http://candysayss.blogspot.com/