ავტორი: mrsmarch
როგორც წესი, ვარსკვლავები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ გამოიყურებიან და რამდენად გამოირჩევიან ვარსკვლავური სამყაროს სხვა წარმომადგენლებისაგან.
მათი უმრავლესობა ცდილობს შეიქმნას ერთი ან რამდენიმე სტილი და ამ სტილზე “საავტორო” უფლებებიც მოიპოვოს.
ამიტომაც ხშირად ვხვდებით პრესაში “ეს იმას ბაძავს”-ს ტიპის სტატიებს, სადაც ამა თუ იმ ვარსკვლავის ჩაცმულობას მეორეს ადარებენ და ასკვნიან ვინ, ვის და რატომ მიბაძა.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ არც ერთ ცნობილ ადამიანს არ უხარია, როცა ვინმეს ისეთივე ტანსაცმელი აქვს, როგორიც მას (თუ რა თქმა უნდა ოლსენებივით ტყუპ ვარსკვლავებთან ან ერთობლივ პროექტთან არ გვაქვს საქმე)
როგორც აღმოჩნდა ლივ ტაილერს და კაილი მინოუგს ზუსტად ერთნაირი კაბები აქვთ და რა თქმა უნდა ეს ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ.
კაილი მინოუგი ლონდონის ოფისისკენ, ხოლო ლივ ტაილერი მეგობრის დედასთან ჰოლივუდის დასავლეთ ნაწილში მიმავალი “გამოიჭირეს” ერთნაირ კაბებში! ) მართალია სხვადასხვა აქსესუარების დახმარებით მთლად ტყუპებივით ჩაუცვამთო ვერ ვიტყვით, მაგრამ აქსესუარებიც რომ ერთმანეთს გავს? დიდი შავი სათვალეები და სხვადასხვა ფერის, მაგრამ ერთი სტილის ჩანთები.
http://mrsmarch.wordpress.com/