რატომ უნდა ვიყოთ ბლოგერები?
Posted 8:00 PM by Nina in თემები Dreams come True, ბლოგი, ცხოვრების სტილიავტორი: The Dream Teller
ჩვენ ყველანი მივყვებით ბლოგინგს :)
ზოგისთვის ეს ფულის შოვნის გზაა, ზოგისთვის უბრალოდ გართობა, ზოგისთის დროის მოსაკლავი "საქმიანობა", ზოგისთვის კი ყოველდღიურობის დაწერის საშუალება, რომელიც ერთგვარი დღიურის ფუნქციას ასრულებს :)
მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი ბლოგი ყველას გვიყვარს :) გვიყვარს როცა ჩვენ ბლოგებს კითხულობენ, ჩვენ რჩევებს იღებენ, კითხვებზე გვპასუხობენ, გვეხმარებიან და ა.შ გარდა ამისა არის რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არის ბლოგინგი სასარგებლო : )
1. გამოხატე შენი აზრები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით :) თავი მოუყარე შენს დამოკიდებულებებს და პოზიციას :) გააკრიტიკე, განიხილე, შეაფასე.... წამოიწყე დისკუსია !
2. დახვეწე წერის მანერა :) აიმაღლე კვალიფიკაცია როგორც "მწერალმა" ან უბრალოდ უფრო საინტერესოდ შეძელი ამბების თხრობა :) გარდა ამისა ყოველთვის ჯობს წერო (პოსტო) ბლოგზე , ვიდრე ცალკე მაგ. ბლოკნოტში რომელსაც არასდროს წაიკითხავენ : ) ბლოგზე კი შენი მკითხველი მიგითითებს შეცდომებზე და შეაფასებს პოსტებს როგორც დადებითად ისევე უარყოფითად:)
3. დარწმუნდი საკუთარ თავში !! არ ეთანხმები ვინმეს ნათქვამს? გინდა დაარწმუნო ვინმე შენი ნათქვამის სიმართლეში? მაშინ დაამტკიცე ყოველივე ბლოგზე :) შეიძლება შენი თანამოაზრეებიც გამოჩნდნენ :) ამითი მეტ რწმენას იპოვი საკუთარ თავში :)
4. გაიცანი ახალი ხალხი :) როგორც ფორუმებსა და სოციალურ ქსელებს, ისევე ბლოგსაც აქვს ეს დადებითი თვისება :) შენ შეგიძლია გაიცნო შენივე ან საპირისპირო ინტერესის/რელიგიის/სქესის/აზრების და სხვ. მოკლედ ყველანაირი ჯიშის ადამიანი , როგორც შენსავე ქვეყანაში ისევე მთელი მსოფლიოს გარშემო : )
5. მიიღე დახმარება!!! გესაჭიროება დახმარება სასწრაფოდ? ვერ გადაგიწყვეტია რომელი გზა აირჩიო? გჭირდება რჩევები ? მაშინ საპოსტე და შენი ერთგული მკითხველი არასოდეს დაგაღალატებს :)
http://the-dream-teller.blogspot.com/