გურჯისტანი ანუ აბსურდისტანი

Posted 4:30 PM by anano in თემები , , , ,

         

ავტორი – Kate

სანამ საერთოდ გავიგებდი რა და როგორ იყო, მანამდე ვუწოდე ამ წიგნს "საქართველო" და დავწერე კიდევაც "facebook"-ის შესაბამის ადგილას. რეალურად წიგნის სახელი გახლავთ "აბსურდისტანი". წიგნი მოგვითხრობს ჩვენს ცხოვრებაზე, როდესაც ჩვენ ჯერ არ ვიყავით. ან ვიყავით, მაგრამ ძალიან პატარები. თუმცა ამ საკითხზე დიდხანს არ გავჩერდები, რადგან წიგნში აღწერილი სიუჟეტის ცოდნა ჩვენს ასაკზე, მეხსიერებასა და გონებრივ მონაცემებზეა დამოკიდებული. "რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!" – ზუსტადაც რომ ეს კითხვა დაგებადებათ ამ წიგნის წაკითხვისას. ხალხი, რომელიც სხვადასხვა მუსიკას უსმენს, თუმცა მათ აერთიანებს სურვილი იმისა, რომ კომუნისტური ეპოქა დასრულდეს. ჩაიცვამდი ბოტასებს და რეიგანის შვილს გიწოდებდა ვინმე, როგორ თუ ბოტასები გაცვიაო. ფუფუნების საგნად იყო მაშინ მიჩნეული ასეთი ნივთები. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ცრუა. სადაც არსებობს წყობილება. დესპოტური და დიქტატორული.

წიგნი "არსებობს" 70-–იანი წლებიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით. ყველა მნიშვნელოვანი დეტალით. ფულის ჩეკებზე გაცვლით თუ სამოქალაქო ომებით.

 

 

 

იხილეთ ვრცლად...

http://k84u.blogspot.com/



0 comment(s) to... “გურჯისტანი ანუ აბსურდისტანი”