პაატა შამუგია (პოეტი): პორნო პოეზია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჟანრი თავისთავად მისაღებია
Posted 3:30 PM by anano in თემები demo.ge არტ-პორტალი, ლიტერატურა, პოეზიაავტორი – გიორგი კეკელიძე
თავის დროზე, 70-იანებში, გალარდმა დაწერა ასეთი წიგნი” რატომ მსურს რონალდ რეიგანის გაჟიმვა”. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ დაიწეროს მსგავსი შინაარსის წიგნი, არათუ კონკრეტულ მინისტრზე, პრეზიდენტზე... უბრალოდ დაწერო ასე.. ჩათვალეთ რომ სერიოზულ აუტოდაფესთან გვექნება საქმე.
ბევრი ტაბუირებული თემა არის საქართველოში, რასაც ნელ-ნელა ეხსნება ტაბუ და ეს მშვენიერია.
ზოგადად, პორნო პოეზია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჟანრი თავისთავად მისაღებია, ეს არის ლიტერატურის განშტოება და მისი უარყოფა ლიტერატურის უარყოფას ნიშნავს.
რაც შეეხება ვულგარიზმებს, რასაც არანორმატიულ ლექსიკად მოვიხსენებთ, ასევე მისაღებია, რამდენადაც ესეც არის ერთ-ერთი წამყვანი მოტივი...
სექსუალური ორგიების აღწერაზე როცა ვსაუბრობთ, მახსენდება: სარამაგოს აქვს ერთი ნოველა, სადაც ოთხი გვერდი მთლიანად ეთმობა ორგაზმის აღწერას. და ვთვლი, რომ ეს არის უმაღლესი პილოტაჟი, წერის უმაღლესი ხელოვნება.
ანუ გააჩნია კონტექსტს, კონტექსტის ლოგიკა საითკენ წაიყვანს მწერალს ან პირიქით: მწერალი საით წაიყვანს კონტექსტის ლოგიკას. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება უკვე ვისაუბროთ რა არის მისაღები და რა მიუღებელი.